შეცდომებიო?!


რაღაცნაირად ამ ბოლო დროს ადამიანად ვგრძნობ თავს ან შეიძლება პირიქითაც… არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ და არ მინდა ეს ფრაზა განსჯის საგანი გახდეს! უბრალოდ ვდგები ადრე, მივდივარ, სხვებივით ვიჭეჭყები ტრანსპორტში, სხვებივით ვიღლები გათიშვამდე და უაზრო გამომეტყველებით ვბრუნდები სახლში. აქამდე კი პირიქით იყო, ნუ მოკლედ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და აქედან გამომდინარე აღარ გავაგრძელებ… ასეა თუ ისე საოცრად არ მომწონს ჩემი ამჟამინდელი და იმჟამინდელი მდგომარეობა ფსიქოლოგიური, მატერიალური თუ მორალური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მაფიქრებს, ღრმად მაფიქრებს და სულ მაფიქრებს იმ შეცდომებზე რაც დამიშვია ჩემი არსებობის პერიოდში და ამასთან საკმაო შესავალიც გამომივიდა აქსიომას თემაზე!
დღეს საკმაოდ ჩავეძიე ამ თემას ერთი სულიერის ინიციატივით 🙂 ხოდა ახალი თითქმის არც არაფერი დამისკვნია…
ძველებურად ვერ ვპატიობ თავს განათლების საქმეში ჩავარდნას! ალბათ ეს ჩემი ცხოვრების უმთავრესი შეცდომაა, რომელსაც მოყვა თავისი პრობლემები, თავისი ახალი შეცდომებითურთ! ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ ჩავაბარე იქ სადაც არ მინდოდა! მერე მოვედე ღობე-ყორე-სამსახურს და ბოლოს ახლაც არ ვიცი საით მივდივარ. ალბათ მეტყვით ამის გამოსწორებაც არ არის გვიანი მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ და ადრეც ავღნიშნე რომ სტუდენტურ დროს ვერასოდეს დაიბრუნებ!
ამ ერთმა გადამწყვეტმა შეცდომამ ისე აურია ჩემი აურა, რომ გარშემო ყველაფერი შემომელახა პირადულიდან დაწყებული შორეული წარსულით დამთავრებული.
დავუბრუნდეთ კეთილ შეცდომებს. ასეთები მრავლად მქონია და მათ იმ კატგორიაში ვინახავ, რომლებმაც როგორც ყველამ ბევრი მასწავლა მაგრამ დავიწყება შევძელი და ახლა არ მინგრევენ ცხოვრებას! მაგალითად ურთიერთობები სამსახურში, ქუჩაში, უნივერსიტეტში, მეგობრებთან და უფროსებთან! მომსვლია შეცდომები და გადამიხდია კიდეც ამისთვის, სამაგიეროდ დიდი გამოცდილება მიმიღია და რაც ,,მივქარე” აწი ათი იმდენად ფრთხილი და წინდახედული ვარ…
რაც არ უნდა იყოს უშეცდომო მართლა მხოლოდ ღმერთია და ჩვენი ვალიცაა მათი დაშვება. ესაა ჩვენი სიცოცხლე, ერთი დიდი შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც პირველივე ტირილის მერე ვცდილობთ ათასნაირი ხერხით. ჩვენ თავიდანვე მინუსში ვართ და მხოლოდ რჩეულები გადადიან დადებით განზომილებაში დანარჩენები კი უარყოფითი შკალის შემცირებისთვის ვიბრძვით და გამარჯვებულიც ის იქნება რომელიც ყველაზე ახლოს აღმოჩნდება ნულთან ანუ არაფერთან! ხო არაფერთან! ამიტომ არ უნდა დიდი გეგმების დაწყობა თუ რას გავაკეთებთ მეორე და მესამე სიცოცხლეში უბრალოდ ვეცადოთ მცირე მასშტაბის შეცდომები დავუშვათ და იმდენი მოვახერხოთ რომ სულ მცირე, ამით სხვა მაინც არ დავაზარალოთ! მთავარია არ დავიკიდოთ და მოვინანიოთ. მთავარია არ დავიკიდოთ! მე მათ ეს მასწავლეს!

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. “მთავარია არ დავიკიდოთ! მე მათ ეს მასწავლეს!”– გენიალურია! და აღმოჩენაა ჩემთვის. გაიხარე! 🙂

    პასუხი
  2. შიო, კაია შეცდომებზე სწავლა რომ შეგიძლია. შეცდომები ერთგვარი ტრენინგია ნორმალური ცხოვრებისთვის 😉

    ხოდა, სამსახურს რაც შეეხება, რას ერჩი? მერე რა, რომ ის სპეციალობა არაა, რომელიც გინდოდა, კაი კომპანია გყავს სამაგიეროდ, ნამეტანი კაი 😛 (გავიძურწე, ჩათვალე, რომ მე აქ არც ვყოფილვარ :-))

    პასუხი
  3. შეცდომებს ყველა უშვებს, ამიტომაც ვართ ადამიანები და არა ღმერთები 🙂 მთავარია ისწავლო შეცდომებზე აღარ გაიმეორო, განიცადო და მოინანიო… ჩემის მოკრძალებული რწმენით 🙂

    პასუხი
  4. გაზაფხული

     /  აპრილი 7, 2011

    chkviani sakutar shecdomebze scavlobs da brdzeni sxisaze… mxolod sulelebi ushveben igive “error-s” orjer…. mtavaria mixvde , gaiazro da ar daivicko….

    პასუხი
    • მე ეს სხვაგვარად ვიცოდი და სულ ვაპროტესტებდი, ,,ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ხოლო სულელი კი თავსაზეო”, სულ ვამბობ, რომ ვარ სულელი რომელსაც მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე უნდა სწავლა, და არა ვიღაცის (ების ) ნაჯიჯგნი ცხოვრებდან რაღაც მაგალითების აღება:):) ხოდა რაც შეეხება მეორედ იმავე შეცდოის მეორედ დასშვებას ეგეც არაა მგონი მაინც და მაინც კოშმარი …

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: