თანაგრძნობა არა! სიყვარული!!!

შენ თვალები გაახილე და გეტკინა, ძალიან გეტკინა! მერე მზერა დაგებინდა და გონება ფიქრების ზღვამ გათელა. ყველაფერზე ფიქრობდი იმ მომენტში, ან არაფერზე უფრო… უაზრო, გაფანტული სურათი და საყვარელი ადამიანის სილუეტი. გაგიხარდა რომ დაინახე და იგრძენი რომ მასაც უხარიხარ! ამის მერე ტკივილი ტკივილი და კიდევ ტკივილი, თუმცა შენ ამისთვის მზად იყავი და იცოდი რომ ასე იქნებოდა! იცოდი და იცი რომ ღირს ეს ტკივილი შედეგად! იცი და ეს უფრო გაძლიერებს. ასევე ვიცი, რომ გრძნობ მეორე ძალასაც. ვერ ხედავ, არ გესმის, მაგრამ აშკარად გრძნობ მას, იცი რომ მათ სწამთ შენი, მათ შენი იმედი აქვთ და ლოგიკურად შენც ეყრდნობი მათ. უნდა დაეყრდნო კიდეც, რადგან მათ უყვარხარ და შენ ეს იცი! ისინი განიცდიან, ისინი არ გენახვებიან, მაგრამ სულ შენთან არიან და სულ კონტროლში ყავხარ, რომ ზედმეტად არ გეტკინოს, ზედმეტად არ შეწუხდე. ამიტომ ეგ ტკივილი, რასაც ახლა გრძნობ არაფერია, გადაიტან ყველაფერი ისე გაივლის, როგორც ბავშვობაში თამაშისას ნატკენი მუხლი და ისე გავიხსენებთ ამ ამბავს, როგორც სხვა უამრავს ვიხსენებთ ხოლმე ჭიქა უშაქრო ჩაისთან! 🙂 მეც ვიცი და შენც იცი, რომ ეს ასე იქნება და შიგნით  ტყუილად არ გიხარია! ხო გაიღიმე მიუხედავად იმისა რომ შენთვის ახლა ცოტა ხანი გაღიმება არ შეიძლება, მაინც გაიღიმე გულით, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით რომ ამას უკვე აკეთებ!!! 🙂
ჩვენ შენები ვართ, იმიტომ რომ შენ ხარ ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ შენი! ასეთი შეკრული წრე, მრავალფეროვანი რგოლების ჯაჭვი, რომელსაც დასაწყისი და დასასრული ნებისმიერ ადგილას აქვს! ჯაჭვი სახელად მეგობრობა!

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

9 Comments

  1. სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ამას!!!! :DDDDDDDD in love?-ხარ? :)))))

    პასუხი
  2. მე სულ in love ვარ 🙂 ოღონდ სხვადასხვა LOVE-ით! 🙂

    პასუხი
  3. მდააა… ნაცნობი გრძნობა.
    P.S. ძლივს ვეღირსეთ ახალ პოსტს, მიხარია 🙂

    პასუხი
  4. Shiko??? 😀 😀 😀 გაზაფხულმა იქონია გავლენა?? 🙂 ძალიან კარგი პოსტია.. როგორც იქნა მოიცალე და დადე 🙂 ძალიან ემოციური, გულწრფელი და ლამაზი პოსტია 🙂

    პასუხი
  5. გაზაფხული

     /  აპრილი 4, 2011

    “ყველაფერი ისე გაივლის, როგორც ბავშვობაში თამაშისას ნატკენი მუხლი და ისე გავიხსენებთ ამ ამბავს, როგორც სხვა უამრავს ვიხსენებთ ხოლმე ჭიქა უშაქრო ჩაისთან”…… :(:(:(:(:(

    პასუხი
  6. რატომღაც კიდევ ვნახე ეს პოსტი და კიდევ ერთხელ გამიხარდა რომ მყავხართ და მიყვარხართ ^_^ :* 😉

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: