,,ჩანთიანი ბებოები” გვიტევენ!!!

შარშან ბეშუმში დასვენების ბედნიერება მერგო წილად! სულ რამოდენიმე დღე დავყავი ამ ზღვასა ზედა 2000 მეტრით შემაღლებულ წალკოტში,  მაგრამ ნამდვილი რელაქსაციის განცდა მაინც მოვასწარი. ნუ მთა რომ მთაა და ძაან მაგარია ყველას მოგეხსენებათ, ამიტომ ბევრს აღარ ვილაპარაკებ ამაზე. პატარა შემთხვევა გამახსენდა ეხლა,  ერთ-ერთ შუადღეს როცა მზემ საკმაოდ დააჭირა ტყეში დავიძარით რომელიც დიდ პარკს ჰგავდა თავისი დიდრონი ხშირი ნაძვებით! მზის სხივები აქა-იქ ატანდა, საოცარი სიგრილე და სიჩუმე სუფევდა, რომლის დარღვევას არც არავინ ცდილობდა. ხალხს მოხერხებული ადგილები შეერჩია და ზოგი წიგნს კითხულობდა, ზოგი კარტს თამაშობდა ან სულაც ისე იჯდა და ტკბებოდა. ჩვენც ასე ჩამოვსხედით ერთი ხის ძირას, ბათუმიდან წამოღებული თუთუნი გავახვიეთ და ბუნებას შევერწყეთ… ამ დროს თითქოს ბომბი გასკდაო, ვიღაცამ განწირული ხმით იკივლა! შეშინებულები წამოვცვივდით და დავაფიქსირეთ როგორ გამოეყო ტყეს და ბუჩქებს ხალხი თავისი სიმყუდროვის დამრღვევის ძებნაში. ,,გაჩერდი, რომ გეუბნები!” კიოდა განწირული ხმა. ,,დეგენერატო!” ,,არგასაზრდელო!” ,,ნუ დარბიხარ იჯექი!” ამავე რიტმში აგრძელებდა ალბათ 70 წელს მიტანებული ბებო რომელსაც ,,სათამაშოდ” გამოატანეს პატარა ბავშვები. ადამიანის უფლებების დარღვევის მეტი რა მინახავს ნიშნის არ დაწერიდან დაწყებული თავ-პირის დალეწვით დამთავრებული მაგრამ ასეთ რამეს პირველად ვხედავდი. ამაყი გამოხედვა, მაღლა აწეული თავი, ნახევარი კილოგრამი კოსმეტიკური მასა სახეზე (მგლებს ეპრანჭებოდა)… სათვალის ზემოდან იყურებოდა და ისე უტარებდა რეკეტს საცოდავ პატარებს, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ უწყინარი თამაში უნდოდათ და ამას ხმის ამოუღებლად ვერაფრით მოახერხებდნენ. სულ ბოლო დამაგვირგვინებელი სცენა იყო მის მუხლზე გადაკეცილი ხუჭუჭა ბიჭი რომელსაც უკანალზე უტყაპუნებდა ეს ფურია ხელს და ისიც ითმენდა მომდგარ ცრემლს სადამდეც შეეძლო. კონკია და ყველაზე ბოროტი დედინაცვლის ზღაპარიც კი მონაგონი იყო. რაც იმ ქალს იმ დღეს გინება მოხვდა ნებისმიერი შესაძლებელი მისამართით ალბათ არავის დაუმსახურებია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ და ვნანობ რომ არ ჩავერიე რამე ფორმით მაინც. ასეთი გულცივი და თან გაბრაზებული არსება ადამიანის ტყავში არასოდეს მინახავს!
გამარჯობა! გამიცანი, მე ,,ჩანთიანი ბებო” ვარ!

მე ის ,,ჩანთიანი ბებო” ვარ, რომელიც მადაგასკარში ვარ! ლომს რომ არ ვახარებ, ხომ გახსოვარ?!
მე ის ,,ჩანთიანი ბებო” ვარ, რომელიც ბანკის რიგში ვდგევარ, უაზრო რეპლიკებს ვისვრი და ახალგაზრდებს სისხლს ვუშრობ, რადგან ჯინსები აცვიათ.
მე ის ,,ჩანთიანი ბებო” ვარ, რომელმაც მეტროში ერთი დღე დაგაწიე რადგან ვიღაცას ადგილი არ დავუთმე ან ჩაგთვლიმა შემთხვევით.
მე ის ,,ჩანთიანი ბებო” ვარ, რომელსაც მშვიდ სიბერეს დაჰპირდა კომპარტია და ახლა შენ, გამოთაყვანებული პატარა შვილიშვილი, უნდა გათრიო აქეთ-იქეთ და თან ნაყინიც მოგინდა თურმე!
მე ის ,,ჩანთიანი ბებო” ვარ, რომელიც ვერ გიტანთ თქვენ რადგან ჩემზე სხარტები, ჯანღონით სავსე და ახალგაზრდები ხართ!
მე ის ,,ჩანთიანი ბებო” ვარ, რომელსაც სიგიჟემდე სძულს სხვა ,,ჩანთიანი ბებოები”!
ყველას ტკბილ, უჩანთო სიბერეს გისურვებთ. მე ბებო ვერ ვიქნები მაგრამ იმას ვეცდები სულ რომ ,,ჩანთიანი” არ ვიყო! ტკბილად დამიბერდით ყველა!!!

Advertisements
დატოვე კომენტარი

12 Comments

  1. აუ ძაან ბევრი ვიხალისე 😀 საწყალი ბავშვი.. შემეცოდა..
    ისე ფაქტია, რომ ბებოები სიბერეში ძალიან რადიკალურად განსხვავებულები ხდებიან. ზოგი შენი თქმის არ იყოს “უჩანთოა” – ტკბილი, თბილი და მზრუნველი, ზოგი კიდევ ისეთი “ჩანთიანია” მტრისას თვალში თუ ცუდად მოხვდი 😀
    ძალიან მაგარი პოსტი იყო, ყოჩაღ!!! ჰაგზ :*

    პასუხი
  2. კაი იყო, ვიცინე ბევრი, მარა საცოდავი ბავშვი 🙂
    მეც ვიყავი შარშან ბეშუმში, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში გაზრდილ-დაბადებული ვარ (თუ პირიქით), შარშან პირველად ვიყავი. საშინელი და დატვირთული დღეების მერე, ყველა ბათუმში რომ იყო, მე ერთი კვირა “გავაჩალიჩე” და უბედნიერესი ვიყავი. კარგად გიწერია შესავალში, სიტუაციის ზუსტი აღწერაა. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, ჩრდილში წიგნს რომ კითხულობდა, ოღონდ ჰამაკი დაგავიწყდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია 🙂
    სამოთხეა ფაქტიურად, ამ ზაფხულსაც აუცილებლად წავალ.
    სხვათაშორის, ბეშუმს ეძღვნება ჩემი ერთ-ერთი პირველი პოსტი, რომ დავბრუნდი დასვენებული და განტვირთული, მერე მოვკიდე ბლოგს ხელი “სერიოზულად” 😀

    პასუხი
    • მართლა ძალიან მაგარი ადგილია! ეხლა რომ დავწერო რამდენად მომწონს, აქ კიდევ ერთი პოსტი გამომივა ასე რომ მერე იქნებ სადმე მოგონებებში ჩავაკვეხო ახლა კი არ გაამართლებს 🙂

      პასუხი
      • ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი მკითხველი “დაჯავშნულია” 😀

        მე რომ ვიყავი სადღაც აგვისტოს შუა რიცხვები იყო, იქაც ცხელოდა, მარა მაინც სამოთხე იყო. მთელი დღე ჰამაკში ვეგდე და ვკითხულობდი, ჯეკ ლონდონს ვუშრობდი სისხლს 😀 საღამოს კიდე ჩემი ძმის მეგობრებთან ერთად, ანუ ჩემზე მინიმუმ 5 წლით უმცროსებთან, კოცონზე მივდიოდი და “საშინლად ვისვენებდი” (არ ვიცი ეს ტერმინი საიდან მოვათრიე, მარა იმ მდგომარეობას ზუსტად აღნიშნავს).

        პასუხი
  3. კოცონი საერთოდ ცალკე თემაა ❤

    პასუხი
    • ვსიო, ველოდები შენს პოსტს ბეშუმზე 🙂 თავისი კოცონით, “კინოთეატრით” (რომელსაც ვერა და ევრ ვეწვიე იმ ერთ კვირაში, არადა ინტერსი მკლავადა :-)), ჰამაკით, სოკოებით, ნაძვებით და კიდე უამრავი სხვა საყვარლობით.

      პასუხი
  4. ვაუ რა სანახაობა იქნებოდა წარმომიდგენია :დ
    ბეშუმში 2008წლის მერე აღარ ვყოფილვარ, ყოველწელს ვთხოვ ბებიას წასვლას მაგრამ არ მიდის. ძალიან, ძალიან მიყვარს, მთელი თავისი კოცონებით და ბევრი თავგადასავლებით. 🙂
    მეც მოუთმენლად ველოდები შენს პოსტებს ბეშუმზე =)

    პასუხი
  5. მეზარებოდა კომენტარის დაწერა… მაგრამ ბოლოში იმდენი ვიხალისეეე =))) მე ყველა მაგ ჩანთიან ბებოს ვიცნობ და მე თვითონაც მინდოდა მაგათზე ერთი კაი პოსტის დაწერა =))) (ნუ მე მაინც დავწერ ალბათ, მაგრამ მანამდე ეს მომეწონება =)))

    პასუხი
  6. აუუუ რამდენი ვიცინე :)))))))))))) რა კარგია რო ჩემი ბებო თანამედროვე ჩანთიანი ბებოა.. :))))))))) კარგი იყო.. ხო და ისა.. მეც მინდა პოსტი ბეშუმზე! :ჭირვეულიბავშვისსმაილი: :)))))))))

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: