ახალი ტექნოლოგიები და ტომ სოიერი

მეზობლის ბავშვი შემოვიდა… დაინახა მაცდურად მანათობელი Ipad და ,,შესდგა” ეგრევე, აწვება ყველაფერს უაზროდ! ,,მე რომ მოვიდე შენთან და შენი კომპიუტერი გავაფუჭო, კარგი იქნება?” ცდილობს საკუთარი ნივთის გადარჩენას პატრონი თან არ უნდა პატარა ბავშვს აწყენინოს. ,,მოდი რაა, მაინც გაფუჭებულია” პასუხობს ონავარი. ასეთია თანამედროვე პატარა თაობა, მიამიტობის საოცრად დაბალი კოეფიციენტით, მგონი ზოგმა დაბადებიდან იცის თოვლის ბაბუის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი და აბსოლიტურად ყველამ სკოლაში მისვლამდე, რომ მასწავლებლები ტუალეტში დადიან 🙂 კარგია ბავშვი პატარაობიდანვე რაღაცას რომ იგებს, ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება ამდენი ცოდნა მათ ბავშვობას აკარგვინებს, თუნდაც თოვლის ბაბუის მაგალითზე…
ერთ ისტორიას მოგიყვებით… მოკლედ ჩემ ბავშვობაში, სოფელში, საკმაოდ პატარა ასაკის ერთმა ძაან ახლობელმა ადამიანმა წაიკითხა ,,ტომ სოიერის თავგადასავალი”. რა თქმა უნდა აღფრთოვანებული იყო. ეს მისი პირველი წიგნი იყო, ახალი სამყარო, გაოცება, რომელიც ამ სამყაროში ჩათრევამ გამოიწვია და კიდევ მრავალი ემოცია, რომელიც ყველას ამახსოვრდება, როცა რაღაც ახალ აღმოაჩენს… ხოდა ეს ბიჭიც ასეთ განცდებში იყო…
მოხდა ისე, რომ იგი თავისი ბავშური, სულელური საქციელის გამო დაიტუქსა და გადაწყვიტა, სახლიდან წასულიყო, ისე როგორც ტომი და ჰეკი. რა საკვირველია არ აპირებდა უკაცრიელ კუნძულზე გადაცურვას და დაკარგვას. მისი მიზანი იყო თბილისი და ბებია ბაბუის ,,მონახულება”. თბილისამდე სხვათაშორის 100 კილომეტრია და ამ მანძილის დასაფარად აშკარად არ ეყოფოდა ერთი დღე. მან თავისზე 4 წლით უფროსი მეგობარი დაიყენა გვერდზე და გაუდგნენ გზას… საბედნიეროდ ეს ამბავი მშვიდობიანად დასრულდა. სოფლიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის მოშორებით გორის ტრასაზე ისინი შემთხვევით მეზობელ ქალს გადააწყდნენ, რომელიც ბედად ნათესავის დაკრძალვაზე იყო წასული და თვალები შუბლზე აუვიდა თავისი პატარა მეზობლების დანახვაზე, რომლებიც უკაცრიელ მაგისტრალს დასდგომოდნენ, თბილისში ჩასვლის მიზნით. ეს ამბავი პატარების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად მათი დაბრუნებისთანავე გასკდა და მთელ სოფელს მოედო, რომელმაც თავის მხრივ ,,ლამაზი კუდები” მოაბა მას. წინასწარ ემზადებოდნენ, თოკები, ფანარი და საჭმელი ქონდათ წაღებულიო… ზოგმა აგრესიაც კი გამოხატა, წიგნებს რომ კითხულობენ მაგის ბრალიაო.
ის ბავშვები ძალიან მიამიტები იყვენენ. ჩვეულობრივი ნორმალური ბავშვები, რომლებსაც ოცნებები ჰქონდათ. მათ იმ წამს არ უფიქრიათ რომ თბილისამდე დიდი გზაა, შეიძლება რამე მომხდარიყო, რომ ვერც ორ და ვერც სამ დღეში ვერ ჩავიდოდნენ, რომ მშობლები გაგიჟდებოდნენ და მდინარეში დაუწყებდნენ ძებნას… შეგახსენებთ რომ ეს ის დროა როცა სოფლისა და ქალაქის ერთადერთი აქტიური დამაკავშირებელი ძველი დანგრეული იკარუსია, რომელიც 100 კილომეტრის დაფარვას 4-5 საათს ანდომებს და ძლივს ასწრებს დღეში ერთი რეისის შესრულებას. ეს ის დროა როცა არ არსებობს მობილური ტელეფონი და თუ არსებობს ფაქტია რომ იგი სოფელში არც კი უნახავთ. რეგულარულად მოძრავ ტრანსპორტს რამოდენიმე ჟიგული და ,,პავლიკა ძიას ზაპო” წარმოადგენს.
ახლა მათი ასაკის ბავშვი მსუყედაა გაჭყეპილი სერიალებით, კომპიუტერული თამაშებით, მობილურის ურთულეს მენიუებს ფლობს და იმაზეც წარმოდგენა აქვს რომ წეროს არ მოუყვანია. ხოდა მიდი და აიძულე იგი ასეთ თავზეხელაღებულ საქციელზე. ეგრევე გამოგითვლის რომელი მარშუტკა მიდის ბილეთი რა ღირს და ა.შ. თუმცა ალბათ ახლანდელ ბავშვებში ამ ,,თავზეხელაღებულობამაც” ალბათ ახალ დონეებს და მწვერვალებს მიაღწია და ის მაგალითი, რომელიც მე მოვიყვანე მხოლოდ მოძველებული გოიმობაა…
ასეა თუ ისე სოიერი მაინც მაგარი კაცი იყო! 🙂

Advertisements
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. მე ერთადერთი ფრაზა დამამახსოვრდა: “და კატა თავდავიწყებით ცეკვავდა”. სერიალებს რაღას ერჩი???? მე ვაფანატებ სერიალებზე.
    მაგარი პოსტია! ქუულ!!! :)))

    პასუხი
  2. რას უნდა ვერჩოდე?! ის მერჩის და უნდა დრო წამართვას თორემ მე არ ვეხები 🙂 კატას კი ბავშვობიდან ეტყობოდა პლასტიკა და ლამაზი მოძრაობის სიყვარული :დ

    პასუხი
  3. ჩემი აზრით, კარგია, თუ ბავშვები მართლა ასეთი არაგულუბრყვილონი და გაცნობიერებულნი არიან, ნაკლები ტკივილი ელით ცხოვრებაში 🙂 საერთოდ ზღაპრებისა და ტყუილების წინააღმდეგი ვარ, მათ შორის თოვლის ბაბუისაც.
    სჯობს რეალობა აღიქვან ისეთი, როგორიც არის; თან არ მგონია, რომ ეს ტომ სოიერის აღქმაში ან ოცნებაში ხელისშემშლელი იყოს.

    პასუხი
  4. პოსტის დასაწყისი რაღაცნაირად მეცნო 😀 ძალიან კარგია ახალი თაობა სწრაფად რომ ითვისებს ახალი ტექნოლოგიების გამოწვევებს, მაგრამ გააჩნია ასაკს, ნამდვილად არაა სახარბიელო 4 წლის ბავშვი კომპიუტერთან დასვა და ჯეტეა ჩაურთო 😀 (მადლობა შიო) და ბავშვობიდანვე შთაუნერგო რომ კომპიუტერი გასართობი საშუალებაა და “ბევრი თამაშებია შიგნით”.
    თოვლის ბაბუის ამბავსაც თავის ხიბლი აქვს, ასე რომ ჯობია დარჩეს ჯადოსნურ გმირად და გააბედნიეროს ბავშვები თუნდაც რამდენიმე წელი.
    მოკლედ მივესალმები პატარების ნასწავლ ყოველივე ახალს, ოღონდ თავის დროზე და გეთანხმები, რომ ბავშვს ასაკთან შედარებით მეტი ინფორმაცია ბავშვურობას აკაგვინებს 🙂

    პასუხი
  5. უი სულ დამავიწყდა ტომ სოიერის ამბავზეც მეთქვა: მე მშურს იმ ბავშვების, რომლებიც ასეთი გამბედავები ყოფილან, სახლიდან წასვლა, ერთი წუთით მაინც, ხომ ყველა ბავშვის ოცნება ყოფილა, მერე რა თუ ისინი უბრალოდ მიამიტები იყვნენ 🙂

    პასუხი
  6. “ზოგმა აგრესიაც კი გამოხატა, წიგნებს რომ კითხულობენ მაგის ბრალიაო” – ე, აქ მაგრად ვიცინე. ააა, შეხედე მაგათ?! სულ წიგნების ბრალია ყველაფერი 😀
    მე კიდე ის ძველი მირჩევნია, კაია განვითარება და რამე, მარა ის უკეთესია რა. ბავშვს ბავშვობა უნდა ჰქონდეს და თოვლის ბაბუის არსებობისაც უნდა სჯეროდეს ცოტა ხანს, ტომ სოიერივთ მოიწადინოს სისულელეები, მარა არასახიფათო. ტომი მისი უჩინარი მეგობარი უნდა იყოს, ისე, როგორც ჩემი იყო თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ბევრი არაფერი გვქონდა. ტომ სოიერი, პეპი, კარლსონი… ამათი არსებობისაც მჯეროდა, მათთან ერთად დავდიოდი მეც სახიფათო ადგილებში და ეს ყველაფერი რომ არა, რა იქნებოდა ჩემი ბავშვობა. არც არაფერი.

    პასუხი
    • შიგ გულში ჩაგიჯდა რაა 🙂

      პასუხი
      • კი, ნამდვილად. საერთოდ, ბავშვობას რაც უკავშირდება, პირდაპირ ურტყამს მიზანში. ტომ სოიერი ხომ ვაფშე, ვგიჟდები მაგ ბიჭზე. ჰეკლბერი ფინზეც და მკვდარ კატას რომ დაათევდა კუდით, ეს მომენტიც მაგიჟებს, რა უნდოდა ვაფშე 😀

        პასუხი
  7. ბავშივობაც ეგაა რომ ზღაპრების გჯერა და ჯადოსნობის.. მე კაი ხანს მჯეროდა რომ ეზოში ხეზე ფამფეტები ციყვს მოქონდა მაგალითად :)) მაგოიმებდა მამაჩემი, მაგრამ ეხლა ისე ტკბილად მახსენდება 🙂 ასეთი ისტორიები ფანტაზიას უვითარებს უფრო ბავშვს და საჭიროა, რომ არ ყოფილიყო საჭირო, არც მოიგონებდნენ :)) მე ვეთანხმები გვირილას (რა გასაკვირია არა გვირილ 😀 )

    პასუხი
    • აბა, აბა, გაოცებას ვერ ვმალავ პირდაპირ 😀 შენ რომ დაგესწრო კომენტარი, მე დაგეთანხმებოდი და შენ ვერ დამალავდი მერე გაოცებას 😀

      პასუხი
  8. როგორ მიყვარს ასეთი პოსტები ❤ კიდევ ტომი მიყვარს (მიუხედავად ასაკისა <3)
    მულტიპლიკაციური ფილმები მიყვარს ❤ ❤ ❤ მართლა მიკვირს რატომ ურჩევნიათ ბავშვებს სერიალები ნახატ ფილმებს???? დავიჯერო მათი როდრიგო სჯობს ჩემს ტომის? ან პიქსარის კივის??? :ო

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: