ძვირადღირებული ანტიდეპრესანტი

მისმა ფასმა პიკს მიაღწია! ამაზე მეტი რაღა უნდა ღირდეს?! თურქეთს დავეწიეთ თითქმის! ,,შაქარი დეპრესიას არჩენს?” ლამის მე თვითონ გავიფიქრე ახლა… 🙂 არა მეგობრებო, ეს არც შაქარია და არც მცენარეული ზეთი, თუმცა მათი გაძვირებაც არ გვხვდება გულზე მურაბებისა და ფრის მოყვარულთ. პროდუქტი კი, რომელზეც მე მოგახსენებთ არც მეტი არც ნაკლები, ბენზინია. მისი ანტიდეპრესანტის სახით გამოყენების რამდენიმე ხერხი არსებობს, თუმცა მათ გარჩევას არ დავიწყებ თემის სიმძიმიდან გამომდინარე, თან ჯობია იმაზე გითხრათ რასაც მე ვიყენებ 🙂 ეს ხერხი ფართო მასებისთვის არ არის განკუთვნილი და თავისთავად მანქანასთან არის ასოცირებული… ინტერპრეტაციების რიცხვი ალბათ ბევრია, ჩემი კი ასე გამოიყურება…
გვიანი საღამო. ყველაზე დაგვიანებულებიც კი დაბრუნდნენ სამსახურებიდან. ავტობუსები შეთხელდნენ და მოძრაობის ძირითად წყაროს მარჯვენა რიგში, კლიენტების პოვნის წყურვილით შეპყრობილი ტაქსები წარმოადგენენ. ამ დროს ვერ იტყვი რომ ქუჩები ცარიელია, თუმცა საერთო მდგომარეობა იმის საშუალებას გაძლევს რომ შენს გემოზე იმოძრაო. მთავარია ამ შენმა გემოვნებამ პატრულის გაღიზიანება არ გამოიწვიოს, თორემ საღამო ჩაშხამებულია…
მანქანის საჭესთან მარტო… მხოლოდ შენ და ის… როცა მის ყოველ სიტყვას გრძნობ და ის შენსას უსმენს… საშუალო რიგში საშუალოზე დაბალი სიჩქარით… დინამიკებში საყვარელი მუსიკა… არაა აუცილებელი წყნარი და კლასიკა, მთავარია იყოს საყვარელი… ასე, რაღაც რიტმში ჩამჯდარი მიაპობ კილომეტრებს და თითქოს პირველად ხედავდე ღამის ქალაქს, ისე ათვალიერებ ლამპიონებს, ნარიყალას, სანაპიროს… არავის უსწრებ, არავის აგინებ და თითქოს იჯერებ, რომ ეს ქალაქი სულ ასეა. აქ არ არსებობს საცობები, სამარშრუტო ტაქსების თავხედი ჯარი, შუქნიშნებიც კი ლმობიერია და არ გაკავებენ დიდი ხნით. არავინ გზღუდავს მოძრაობაში, გინდა კანოესავით მშვიდად ჩამოცურავ ,,პივნოისთან”, გინდა ანცი ბავშვივით ირბენ გაფანტულ მანქანებს შორის… ისინიც თანდათან თხელდებიან და შენც ხედავ ტრაფარეტს, გადახაზული წარწერით: ,,თბილისი”.  რამოდენიმე მოსახვევი უკაცრიელ გზაზე და უცებ თითქოს თავზე წაადექი დინჯად მდგომ ჯვრის მონასტერს. ის ისევე გამოიყურება, როგორც პირველად ნახვისას და ყოველ ჯერზე ასეა, ყოველ ჯერზე პირველად ხედავ ,,სვეტიცხოველის მოთვალთვალეს”! ყოველთვის ასეთი დინჯია, ქარში, წვიმაში, სიცხეში ის უბრალოდ გისმენს ან მოგისვამს გვერდზე და მასთან ერთად გადევნებინებს თვალს სავსე მთვარით განათებულ სვეტიცხოველზე, რომლის შუქი უფრო მეტ იდუმალებას და ბრწყინვალებას მატებს ამ გენიალურ ქმნილებას!
აბა ასეთ დროს რომელი სინდისიანი დეპრესია გაგიჩერდებათ გონებაში? წინ გადაშლილი დასავლეთის მაგისტრალი გველივით მიიკლაკნება და თითქოს მის ტყავზე მიცოცავენ პატარა მანათობელი მწერები. შენც სიტკბომდე დამშვიდებული შენს მანათობელ მწერს უბრუნდები და ისევ საყვარელი მუსიკა, ლამაზი ლამპიონები და ღამის ქალაქი, რომელიც თავისთან გაბრუნებს, რომელიც ასეთი გიყვარს!!!

Advertisements
დატოვე კომენტარი

12 Comments

  1. ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ shioooooooooooooooooooooo, ras merchiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii ;(

    პასუხი
  2. კიიი აშკარად კაი იქნებოდა!!! 🙂

    პასუხი
  3. შენ და ძილის წინ დავლიო თუ დილით? :)))))

    პასუხი
  4. “აბა ასეთ დროს რომელი სინდისიანი დეპრესია გაგიჩერდებათ გონებაში?” – სინდისიანი არა და… უსინდისოებიც რომ არიან იმათ რა ვუყოთ?? ჩავქოლოთ! 😀 😀 😀 მომეწონა პოსტი, ნუ პრიამ წარმოვიდგინე რაა (ეთერკაკულიასტონი)

    პასუხი
  5. მმმმ…. 😕 მაგათ წამალს ვეძებ ჯერ და გეტყვი რომ ვიპოვი 🙂

    პასუხი
  6. აუცილებლად, არ გამომაპარო იცოდეეე :))))

    პასუხი
  7. მდააა, ყველაფერი მომეწონა, გარდა იმისა, რომ მანქანას ვერ ვამუღამებ. საშინლად არ მიყვარს ტრანსპორტი, არანაირი. ხოდა, მაგ ღამის ქალაქს ფეხით მოსიარულეც მშვენივრად ვხედავ. ანტიდეპრესანტი სეირნობა უფროა, საყვარელი მუსიკა ნაუშნიკებში. ნუ, სვეტიცხოველს ვერ ვესტუმრები უცებ, მაგრამ არაუშავს 🙂
    ბათუმში რომ ვიყო კიდე, მანქანაში ვერ ჩამტენიდა ვერავინ, მარა რას იზამ, უვი…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: