ერთხელ გადი, გვერდზე გაიწიე და შემოგვხედე! ვირევით ვირევით ბუზებივით, ყველას საქმიანი სახე გვაქვს და იმას ვაშუქებთ გამომეტყველებით, რომ მარტო ჩვენ ვართ და დანარჩენები მოცლილები არიან! მხოლოდ ჩვენ უნდა მივაღწიოთ საწადელს, იმიტომ რომ გვეკუთვნის, რა აზრი აქვს საიდან?!
მერე რა რომ შენ უკვე საათია ამ რიგში დგეხარ მშვიდად? ჩემი ჯერია მაინც, შენ რომ გეჩქარებოდეს აქ არ იდგებოდი. ამიტომ დაუთმე მოხუცს, ქალს, ყველას დაუთმე! მეც დამითმე იმიტომ რომ მე მეჩქარება, დაღლილი ვარ შენ კი მშვიდად ხარ, ამიტომ იდექი და იყავი.
რატომ ათვალიერებ ამ საქონელს, რომელიც მე გასაყიდად მაქვს გამოფენილი?! ეს ჩემი საკუთრებაა და შენ არანაირი უფლება არ გაქვს მასზე. ეგრევე გეტყობა მყიდველი არ ხარ, ამიტომ არც კი შემოიხედო აქეთ ისე გაიარე!!! თუ არ შეგიძლია თვალები დახუჭე და საერთოდ რას მოდიოდი თუ არ გინდოდა ყიდვა?!
შენ არ გიყვარს ჩქარა სიარული? აა დღეს ნელა კატაობის მუღამზე ხარ? ვერ ხედავ მე აქ ვტაქსაობ? რას იკავებ მარჯვენა რიგს?! გაადგი რა ფეხი სანამ დაგაყრუე სიგნალით!!!
რაა? ხელი გიკიდია გოგოზე???!!! როგორ არა გრცხვენია?! გაუზრდელო! უპატრონო! ხალხს ვერ ხედავ გარშემო? შენნაირების ხელშია ახლა მომავალი? ასე უნდა იქცეოდეთ? იყურე, კი არ უშვებს!!!
მერე რა, რომ წინ 500 კილომეტრია დასაფარი, მერე რა რომ შენ 2 საათით ადრე აეყუდე აქ ბილეთის საყიდლად. წადი გამხმარ სამფეხა სკამზე დაჯექი რადგან ჩუმად ხარ და სახეს არ ახევ იმ კაცს, წინა ადგილისთვის!
მთელი კახეთი მოვიარეთ და დილიდან უჭმელი ხარ… რა ვქნა ძმაო, ცხოვრება დასწრებაზეა, რა ჩემი ბრალია თუ შენი ავტობუსი 5 წუთით გვიან მოვიდა საჭმელად? თუ საჭიროა მაგიდაზეც ავალ ფეხებით აბა მშიერი ხომ არ დავრჩები?! შენ კიდე იჯექი ჩუმად და მიყურე. თუ გინდა ღორიც დამიძახე გუნებაში. რომ გდომებოდა შენც შეიხვედრებდი რამეს!
მოდი რაა რამდენს მალაპარაკებ ერთ კაი რამეს გასწავლი, მოატყუე და შანსი გექნება უფრო მეტი ტყუილი გაგივიდეს ვიდრე სხვა მოგატყუებს! თუ არადა იყავი ასე ჩუმად, თავაზიანად და იჯექი მაგ გამხმარ სკამზე! იმოქმედე, მოიშორე ყველა ისინი შენი მოწინააღმდეგე არიან და უნდა განადგურდნენ! მხოლოდ შენ ხარ მართალი და შენ გეკუთვნის ყველაფერი! აჰა ისევ ჩუმად ხარ? რას მიღიმი? სასაცილო ვარ? ვითოომ???
დავჭამოთ ერთმანეთი, ბევრნი ვართ რაღაც…
Advertisements
Posted by შიო on მარტი 25, 2011
https://shiosmarani.wordpress.com/2011/03/25/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0/
წინა ჩანაწერი
ძვირადღირებული ანტიდეპრესანტი
ძვირადღირებული ანტიდეპრესანტი
შემდეგი ჩანაწერი
,,არასასიამოვნო ანალიზის” სასიამოვნო გაგრძელება…
,,არასასიამოვნო ანალიზის” სასიამოვნო გაგრძელება…
dakarguli
/ მარტი 25, 2011daikide!….. )
ShikO
/ მარტი 25, 2011სხვა რა გზაა 🙂
Nini
/ მარტი 25, 2011Vaa magaria 😀 prosta dzaglis suratma shemashina 😀 arada ra sayvarlebi arian 🙂 es ise.. Rac sheexeba posts, dzalian martali posti iyo. Piradad me bevr rameze damapiqra..
ShikO
/ მარტი 25, 2011ზნაჩიტ შედეეეგ! 🙂
balu
/ მარტი 25, 2011მგელი უნდა იყო და მგელზე მგელი!!! სანამ ის შეგჭამს, შენ უნდა შეჭამო!!! ცხოვრება ომია და ყოველთვის ძლიერი იმარჯვებს!!!
ShikO
/ მარტი 25, 2011კანეშნა!!!! დათვებს არ გეშინიათ არაფრის :))))))))))
აქსიომა
/ მარტი 26, 2011ყველაზე შინაარსიანი პოსტია, რომელიც დღეს წავიკითხე. მართალი ხარ და ვიმედოვნებ, რომ დღეს შენ, ხვალ მე, ზეგ ის და მომავალში მთელი საქართველო მასე იფიქრებს. იფიქრებს და სამფეხა სკამზე გადაინაცვლებს, რიგს დაუთმობს მას ვისაც მეტი თავხედობა ყოფნის და ამით უპასუხებს თანამედროვეობის სისასტიკეს.
მე პირადად ვისურვებდი მთელი ჩემი სანაცნობო წრე მარცხენა ლოყას უშვერდეს როცა უმიზეზოდ ურტყამენ მარჯვენაში ( ძალადობის–ძალადობრივი გზით აღმოფხვრის უშედეგობას ვუსვავ ხაზს). კარგი კაცი ხარ! გაიხარე! 🙂
ShikO
/ მარტი 26, 2011იცოცხლე! 🙂 შევეცადოთ…
გვირილა
/ მარტი 26, 2011სულ არ ვიღიმი, არც შენ მეჩვენები სასაცილოდ 🙂
მწარე რეალობაა ეს და გული დამწყდა…
ShikO
/ მარტი 26, 2011ნამდვილად 😐
Teaa
/ მარტი 29, 2011ადამიანები ეგოისტები ვართ, იმის 20% ს რომ ფიქრობდე სხვაზე, რამდენსაც საკუთარ თავზე, გაცილებით კარგი სურათი იქნებოდა, ეხლა კი-ასეთია რეალობა მართლაც რომ 🙂
ninnaka
/ მარტი 29, 2011mmmmomewonaa da namdvilad simartlea is rac aq weria, xandaxan guli mwydeba xolme msgavs situaciebshi, magram albat bunebashi unda gejdes mgeli tura da a.sh. rom tavi gaitano msgavs garemoshi, winaaghmdeg shemtxvevashi ki chrdilshi jdomas unda sheeguo. sainteresod wer, kargia! 🙂
ShikO
/ მარტი 29, 2011მადლობა გაიხარე!!! 🙂 მიხარია რომ მიხვდებით სათქმელს! 🙂