წარმატებული დილის არასასიამოვნო ანალიზი

გუშინდელ პოსტს დღევანდელი თავისით მიება… დილის 8 საათზე ლამის ამწე დამჭირდა ასადგომად, წვერი გავიპარსე და X კომპანიაში წავედი ტესტირებაზე, რადგან უკვე საოცრად აუტანელი ვხდები უმუშევართა რიგებში. შესასვლელთან ხალხი უკვე მოგროვილიყო მე რომ მივედი და დილის სიცივეს ებრძოდნენ მობუზულები. განსაკუთრებული მხიარულებით მხოლოდ ერთი გამოირჩეოდა, რომელიც როგორც მერე გავარკვიე დაცვის თანამშრომელი ყოფილა და სმენას ელოდა წუთი წუთზე, ამიტომაც არ ჰგავდა დანარჩენ მოღუშულ სახეებს. ყველა ნერვიულობდა მეტ-ნაკლებად და არც იყო გასაკვირი, დღევანდელ დღეს სამსახური ყველას ჰაერივით ჭირდება და ასეთი შანსები თითქოს მართლა გაძლევს იმედს, რომ რაღაც შეგიძლია შეცვალო შენით! უაზრო ნერვიულმა სიარულმა არ მომხიბლა, პატარა შენობის კედელს მივეყუდე და ბობ მარლიმ ეგრევე გაანათა მომავალი: Don’t worry about a thing, cause every little thing gonna be allright… უცებ დავაფიქსირე, რომ დასაქმების მსურველთა საერთო ყურადღება რაღაცას მიეპყრო და დავინახე BMW-ს მარკის ერთ-ერთი ბოლო მოდელი რომელიც ნელა მოგვიახლოვდა და აშკარად ყურადღების ცენტრში იყო. ,,უფროსია ალბათ…” ,,ამასაც მუშაობის დაწყება უნდა?” მომესმა როცა ცალი ყურსასმენი მოვიხსენი. მანქანიდან 20-21 წლის ბიჭი გადმოვიდა, მიიხედ-მოიხედა და ალბათ გადაწყვიტა ყველაზე სახეგაბადრულთან მისულიყო. დაცვის ბიჭთან რაღაც გადაილაპარაკა და ისევ მანქანაში დაბრუნდა გრძელი იასამნისფერი ტუფლების წკაპუნით. საჭესთან შუახნის ბიძია იჯდა ზედმეტად სერიოზული სახით და აშკარად ეტყობოდა რომ ამაყობდა თავისი სტაფილოსფერი ყლინჯით.
ამასობაში ,,მობილიზაცია” გამოაცხადეს და ყველა საგამოცდო ოთახში შევედით.  ხალხი ვაკანსიების მიხედვით დაყვეს და შესაფერისი ტესტები დაურიგეს. მოდურად ჩაცმული ახალგაზრდა კარებში აიტუზა და ადგილის ძებნა დაიწყო. ,,თქვენ რაზე ხართ?” ჰკითხა გამომცდელმა და მოულოდნელობისგან დაიბნა, როცა იმ ტიპმა მხრები აიჩეჩა და უაზროდ გაუღიმა. ,, მაშინ აირჩიეთ, რაზე გინდათ მუშაობა”, შესთავაზა გოგონამ, თუმცა ყველამ იცოდა რომ მუშა და დაცვის თანამშრომელი ნამდვილად არ იყო მისი მიზანი. ,,ამას დავწერ” და მაინც და მაინც ჩემი ვაკანსია დაასახელა. სახე აშკარად დამეჯღანა ახალი ოპონენტის გამოჩენაზე, თუმცა მე ვინ რას მკითხავდა, გადავწყვიტე ნერვებს არ ავყოლოდი და ყურებიანად ტესტში გადავეშვი. ნახევარი საათის შემდეგ თავი ავწიე და რას ვხედავ, ჩვენი გმირი მთელი ტანითაა გადმოსული მაგიდაზე და ჩემს პასუხების ფურცელს აქსეროქსებს. ,,ამას რად უნდა გადაწერა?!” ეგრევე გამიელვა თავში და მანამდე ვერ დავიჯერე ეს ფაქტი, სანამ გამომცდელმა გოგომ ჯერ კალკულატორის ხმარებისთვის და მერე აშკარა პლაგიატისთვის არ გადასვა სხვა მაგიდაზე. ტესტში ხომ მხოლოდ სამასის ფარგლებში მიმატება-გამოკლება იყო და მეტი არაფერი….
მეორე ტესტიდან დრო საკმაოდ დამრჩა იმისთვის, რომ ეს საოცარი ადამიანი შემეთვალიერებინა, რომლსაც ცხოვრებაში პირველად და შესაძლებელია უკანასკნელადაც ვხედავდი, მაგრამ საკმაოდ დაიმსახურა ჩემი ყურადღება. დაფიქრებული ნერვიული სახეების ფონზე აშკარად გამოირჩეოდა. თითქოს საერთოდ არ იჯდა ამ ოთახში და თუ იჯდა ეს მხოლოდ და მხოლოდ დიდ დისკომფორტს უქმნიდა. თუმცა ვერ მივხვდი ერთს, რა ან ვინ უშლიდა რომ უბრალოდ ამდგარიყო და წასულიყო. აქ ჩემი გუშინდელი პოსტი გამახსენდა ახალგაზრდების მუშაობასთან და სწავლასთან  დაკავშირებით. ,,ნუთუ ისეთ სპეციალიზებულ სკოლაში სწავლობდა სადაც მათემატიკა სრულიად ეკიდათ და მხოლოდ აზიურ ენებს ასწავლიდნენ?” ამგვარ სისულელეებს ვფიქრობდა როცა მან ყველაზე ადვილი, ლოგიკური შინაარსის ტესტი  უკან ჩააბარა არანაკლებ გაკვირვებულ გამომცდელს და მიზეზად თვალების გადაღლა დაუსახელა. შემდეგ ცოტა კიდევ გაწელა დრო და როცა რამდენიმე კაცი ერთად ადგა, ისიც გავიდა ოთახიდან…
ასეთი სახის ტესტირებაზე ადრეც ვარ ნამყოფი, და ახლანდელი ჩემი შედეგით აშკარად კმაყოფილი დავრჩი, მართლა კარგად დავწერე მაგრამ რომ გამოვედი ის იასამნისფერი ფეხსაცმელები თავიდან არ ამომდიოდა. ბოლოს რამდენიმე ვერსია შემიმუშავდა თავში… პირველი, მისმა ფულიანმა მამიკომ გადაწყვიტა შვილის აღზრდაში ინოვაცია შეეტანა და საკუთარი ხელით მოიყვანა ტესტირებაზე, მას კი აშკარად არ უნდოდა მუშაობა და ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა დრო რომ ჩასულიყო და ეთქვა რაღაც დავწერეო. მეორე, იგივე დასაწყისით, ოღონდ იმ განსხვავებით რომ საქმე თავიდანვე გადაწყვეტილი იყო და ამ ტესტირებაზე მისი დასწრება მხოლოდ ფორმალობა იყო და მეტი არაფერი, მან ეს იცოდა და სახეზეც ეწერა რომ ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდა ოთახიდან. პლიუს ამას, მას წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე უნდა ემუშავა, აქედან გამომდინარე CV არ ჩაუბარებია სადაც დაჟინებით ითხოვდნენ სასურველი ვაკანსიის მითითებას. ასეთ შემთხვევაში კი რანაირად დაიბარებდნენ ტესტირებაზე?! ახლა ვზივარ და ვფიქრობ, თუკი ის ტიპი ტყულად იყო მოსული და მის იქ ოფნას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ე.ი. არც იმას ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა რომ მე იქ  სამი საათის განმავლობაში მივაკვდი დამპალი მაგალითების ზღვას და იმის იმედიც ტყუილად მაქ რომ წარმატებული ნაწერის მერე დამირეკავენ!
ეს ყველაფერი გუშინ დავწერე და საიტმა გაჭედა, დღეს დილით კი მხოლოდ პირველი სამი ხაზი დამხვდა დრაფტებში შენახული. მაინც გადავწყვიტე ეს ამბავი მომეყოლა და თან ინტერესით ვკვდები ჩემი დასკვნების შესახებ რამდენად გაამართლებს… ალბათ რამდენიმე დღეში გაირკვევა რამდენად ქონდა აზრი ჩემ გამოცდას…

Advertisements
დატოვე კომენტარი

17 Comments

  1. WISH U LUCK :)) მერე დაწერე, რა ქენი საბოლოოდ.. :))))))

    პასუხი
  2. Permweri

     /  მარტი 23, 2011

    წარმატებები :დ

    პასუხი
  3. წარმატებას გისურვებ 🙂 მეც გავიარე ორიოდე კვირის წინ ტესტირება, მაგრამ გამიმართლა და იმდენად მოკლე აღმოჩნდა, რომ 10 წუთში მოვრჩი 😀

    აი მაგ ბიძაზე კი რა გითხრა, მგონი მართლა ფორმალობისთვის იყო მოსული. ისე კი ცოტა არ იყოს გულდასაწყვეტია ეგეთი მომენტები ცხოვრებაში

    პასუხი
  4. არასდროს არ გამივლია ტესტირება. რატომღაც ისე, მარტივად ვშოულობდი ხოლმე სამსახურს. ის იასამნისფერ ფეხსაცმლიანი ტიპიც იშოვის. შენ კიდე წარმატებებს გისურვებ და ნაკლებ წინააღმდეგობებს. 😉

    პასუხი
  5. მასწავლე მეც რა მეთოდი იცი ასეთი? 😀

    პასუხი
  6. likapika

     /  მარტი 25, 2011

    vaime iasamnisfer fexsacmelebze is gamaxsenda,
    shavi laki tuflebi Tavi Tetri naskebiTa,
    uechveli wvetianic iqneboda albaT:D:D:D:D

    p.s. ramdeni posti shemomekitxa amasobashi xoda raRAc yvela sevdiani mechveneba…

    პასუხი
  7. is xar, vici ukve :))) sasiamovnoa!!!

    პასუხი
  8. likapika

     /  მარტი 26, 2011

    :D:D:D:D
    chemTvisac, friad:)

    პასუხი
  9. აბა, რა მოხდა შედეგად? დავინტრიგდი საშინლად. ისე, მე უფრო პირველი ვარიანტი მგონია 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: