მშობლებო, მისმინეთ, თქვენი შვილი ვარ!!!

მე არ ვარ მშობელი და აქედან გამომდინარე თავხედათ შეგიძლიათ ჩამთვალოთ, იმიტომ რომ მინდა გასწავლოთ როგორ აღზარდოთ შვილები! თავიდან ბოლომდე არ მოვყვები, უბრალოდ მინდა რამდენიმე საკითხს შევეხო. შეიძლება წლების მერე ეს პოსტი ჩემმა შვილებმა წაიკითხონ და კისერში წამომარტყან, რადგან იმ მომენტში შეიძლება სხვანაირადაც მოვიქცე, მაგრამ ახლა ასე ვიქრობ და ვაპირებ…
პირველ რიგში საქმე ეხება განათლებას! მე ყველაფერს ვეცდები იმისთვის, რომ ჩემმა შვილმა ნორმალურ სკოლაში იაროს! ნუ მოიტყუებთ თავს ფრთოსანი ფრაზით: ,,თუ სწავლა უნდა ყველგან ისწავლის”. გახსოვდეთ, ჯერ ერთი, ის ბავშვია და ჯერ არც კი იცის კარგად, უნდა თუ არა სწავლა, ან თუ უნდა რატომ უნდა… მეორეც არ გეგონოთ, რომ თუ თქვენი შვილი ძლიერი პიროვნებაა, ანდა თავიდანვე სათვალიანი ,,შკოლნიკის ვიდი” აქვს, მასზე გარემო არ იმოქმედებს! ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევებია და ისეთივე შანსი გაქვთ წარმატებაზე, როგორც ჯეკპოტის მოგების! გარემო კი მოგეხსენებათ როგორიც არის საჯარო სკოლებში… ჩემ დროს სრული საშინელება იყო, ახლა თითქოს ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ჯერ მხოლოდ რეფორმების ზღვას ვხედავ და ღირებული ცვლილებები რატომღაც არ ჩანს. ნუ დაინანებთ, მოიკელით ის თანხა ყველანაირად ეცადეთ რომ ბავშმა იქ ისწავლოს სადაც სკოლის მერე მართლა ექნება საშუალო განათლება და არა მხოლოდ ის, რომ წერა-კითხვა იცის და შოთა გაუგია ვიღაც ვეფხისთყაოსანი რომ დაწერა… ყველა ჩემი მეგობარი, რომლებმაც დაამთავრეს კერძო სკოლები ოთხებზე და სამებზე გაცილებით დიდი ბაგაჟით მივიდნენ უმაღლესში, ვიდრე ფრიადოსანი ,,ჩვეულებრივსკოლელები”, ჩემი თამადობით.
უმაღლესი სასწავლებლის არჩევა, ეს კიდევ ერთ-ერთი საშინელი შეცდომაა, რომელსაც თქვენ მშობლებო არ უნდა უშვებდეთ! თუ თქვენს შვილს აქვს იმდენი შეძლება რომ უმაღლესში შემსვლელ გამოცდებს აბარებს, მაშინ მას იმდენი აშკარად უნდა ესმოდეს იმ მომენტისთვის, რა უნდა?! მიეცით რჩევა, მაგრამ ნუ დააძალებთ მას ისწავლოს იქ სადაც არ უნდა. თუნდაც იმ შემთხვევაში თუკი თქვენ ის წარმატებულ ქირურგად წარმოგედგინათ და მას კი ხატვა უნდა და თოიძის სასწავლებელში სწავლა! თუ იგი შეცდება თავის არჩევანში ეს უკვე მისი შეცდომა იქნება და არა თქვენი და მას არ შეაწუხებს ის ფიქრი, რომ მშობლებმა ცხოვრება დაუნგრიეს! დამიჯერეთ, როგორც არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მშობლები, გულის სიღრმეში უმრავლესობა ასეთ რამეს პირველ რიგში ჩვენ თავს უფრო ვაპატიებთ, ვიდრე მშობლებს!!!
რამდენად დამოუკიდებელი იქნება თქვენი შვილი ეს თქვენი საქმეა და თანაც ძალიან რთული, ამიტომ ამაზე ლაპარაკი არ ღირს, მით უმეტეს ჩემი გამოცდილებიდან გამოდინარე. უბრალოდ ამას ებმება ერთი საკითხი… მუშაობა! თუ თქვენ ობიექტურად ხედავთ რომ მან მართლა იმისთვის ჩააბარა რომ ცოდნა მიიღოს, ყველა ღონე იხმარეთ იმისათვის რომ მას არ მოუწიოს მუშაობა! მით უმეტეს ისეთი, რომელიც მის სწავლას რამენაირად მაინც დაუდგება წინ. ეს ბევრმა შეიძლება სხვანაირად მიიღოს დღევანდელი გაჭირვების ფონზე ამიტომაც ვიმეორებ: ,,ყველანაირად ეცადეთ”!!!  ყველამ ვიცით რა არის საკუთარი ორი ან მეტი კაპიკი ჯიბეში. მით უფრო მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ და არ გინდა კაფეში წასვლაზე კურსელებთან ერთად მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ ფული არ გაქვს! მაგრამ, სტუდენტი ვერასოდეს ვერ აინაზღაურებს იმ დროს რომელიც მუშაობაში დაკარგა მაშინ როცა ლექციაზე უნდა მჯდარიყო! ამას მხოლოდ ვუნდერკინდი მოახერხებს რომელიც 10000-დან ერთია და აქაც თქვენი შანსი წარმატებაზე თითქმის ნოლია.
რა თქმა უნდა არ მიმაჩნია, რომ შვილი უნდა მიაჩვიო ფუფუნებას, იოლ ფულს ან პირიქით შეუზღუდოთ მას ამით თავისი კუთვნილი დამოუკიდებლობა, რომელსაც შეიძლება იმ მომენტში მართლა მუშაობაში ხედავდეს… მოკლედ ეს ძალიან რთული საკითხია და თან ინდივიდუალური, ამიტომ აქ გავჩერდები. მინდა ეს რამდენიმე ძირითადი თემა გაიგოთ და დაუფიქრდეთ, შემდეგ კი ისე მოიქცეთ როგორც გენებოთ. თქვენ ყველას თქვენი უნიკალური შვილი და უნიკალური ოჯახი გაქვთ. ღმერთმა გამრავლოთ და გაშოროთ ისეთი პრობლემები, რომელთა შედეგად შეიძლება შვილმა მშობელზე ცუდი გაივლოს გულში!!! გვიყვარხართ ჩვენო მშობლებო!!!

Advertisements
წინა ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

18 Comments

  1. აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში.
    სასწავლებლის არჩევაში მაინც მშობელი ’უხეშად’ არ უნდა ერეოდეს,და თავს არ მოახვიოს თავისი სურვილები.

    პასუხი
  2. მთლად ვერ დაგეთანხმები საჯარო და კერძო სკოლაზე ყოველ შემთხვევაში ჩემი ნაცნობების უმეტესობას, რომელსაც შვილი კერძოში დაყავს,ამას მხოლოდ პრესტიჟის ხათრით აკეთებს და რეალურად მათ შვილებს განთალება ცალ ფეხზე ჰკიდიათ
    ქართველი მშობელს თავისი შვილი (უმეტესობას მაინც) ყოველთვის პატარა ჰგონია და თავს უფლებას აძლევს მის პირად საქმეებში ჩაერიოს +ამას ჩემთვის ყველაზე უფრო გამაღიზიანებელია, როცა მშობელი შვილს სცემს თუნდაც პატარა ასაკში .როგორც მომავალ ფსიქოლოგს და უბრალოდ ადამიანს ეს ყველაზე მეტ ველურობად მიმაჩნია .მე პირადად საბედნიეროდ ეს ბოლო ორი საკითხი არ შემხებია 🙂 მაგრამ ვიცი უამრავი მშობელი რომელიც შვილს სიცოცხლეს უმწარებს:(

    პასუხი
    • მართალი ხარ! ბევრი მართლა მხოლოდ სახელის გულისთვის ატარებს შვილებს სკოლაში და მხოლოდ იმიტომ რომ ,,ფასიანია”, მაგრამ ეს ვარიანტები აღარ გავარჩიე რომ დიდი პოსტი არ გამომსვლოდა 🙂

      პასუხი
  3. ჩემი თითქმის ყველა მეგობრის შვილი ძვირადღირებულ სკოლებში სწავლობს. მინდა გითხრა, მათი უმეტესობა –გამოთაყვანებული, გარყვნილი და იდიოტია. დამიჯერე. შენ რომ უყურებდე მათ ოჯახებს , დარწმუნებული ვარ აზრს შეიცვლიდი. მეც ძალიან გათამამებული ბავშვი ვიყავი, სკოლის დამთავრებისთანავე ჰუმანიტარული პროფილი ავირჩიე და ოჯახის წევრების საწინააღმდეგოდ დავიწყე ცურვა. 2 წლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს პროფესია არ იყო ის რაზეც ვოცნებობდი და სხვა ფაკულტეტზე მომიწია (ოჯახის დახმარებით და ფინანსებით) 1 კურსზე გადასვლამ. დღესაც ვსაყვედურობ ხანდახან: “რატომ ძალით არ ჩამაბარებინეთ იქ სადაც ბოლოს ვსწავლობდი თქო” პატარა ვიყავი და რას მისმენდით მეთქი. 2 წელი საკუთარი პრინციპულობის გამო დავკარგე და ეხლაც ვნანობ. მე გირჩევ (თუ მიიღებ) ჯობია მშობლებს დაუჯერო, ან კონსენსუსს მიაღწიო ყოველთვის და მერე ისე იმოქმედო.

    პასუხი
    • ეს სხვა ვარიანტია აქსიომ ამიტომაც დავწერე, რომ შედეგია მთვარი და არა მხოლოდ ის რომ ვიღაც ყალთაბანდის შექმნილ ვითომ კარგ სკოლაში ისწავლო, რომლის ,,სიკარგე” მხოლოდ ლამაზი დერეფნები, საკლასო ოთახები და საკმაოდ სოლიდურია გადასახადია.
      ,,ბავშმა იქ ისწავლოს სადაც სკოლის მერე მართლა ექნება საშუალო განათლება…. ”

      პასუხი
  4. ხო… რაც შეეხება მუშაობას: პირველი კურსიდან ვმუშაობდი და ამით დღემდე ვამაყობ!( მიუხედავად იმისა რომ გზის ფულადაც არ მყოფნიდა იქ აღებული ხელფასი და სახარჯო ბიუჯეტს მაინც ოჯახი მიფინანსებდა) არც სწავლაში და ზოგადად”მოსწრებაში” არ შეუშლია ამ ამბავს ხელი.სამაგიეროდ შრომის რეალური ღირებულება გავიგე და დღეს სხვაგვარად ვაფასებ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს. უსაქმურ ინტელიგენტს– საქმიანი მუშა მირჩევნია!

    პასუხი
    • აქაც სხვა სიტუაციაა, მიუხედავად იმისა რომ აბსოლიტურად გეთანხმები უსაქმურ ინტელიგენტებთან და შრომის ფასთან დაკავშირებით, მაინც შენს შემთხვევაში ,,არც სწავლაში და ზოგადად”მოსწრებაში” არ შეუშლია ამ ამბავს ხელი…” და ესაა მთავარი, რაც ჩემს ვარიანტში პირიქითაა 🙂

      პასუხი
  5. პატარა ბავშვივით ებუტები რეალობას. 🙂

    პასუხი
  6. ძალიან მომეწონა, ზუსტად ის დაწერე რასაც მე ვფიქრობ ზოგადად:
    1. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ბევრი ატარებს ბავშვს კერძო სკოლაში მხოლოდ პრესტიჟის გულისთვის, მე მეამაყება რომ ჩემი მშობლები ბოლო “კაპიკს” არ ინანებდნენ მე და ჩემს დას ნორმალური განათლება რომ მიგვეღო. თუმცა ვიცი ძალიან ბევრი მშობელი, რომელიც ზუსტად იმას ფიქრობს “თუ სწავლა გინდა, ყველგან ისწავლიო” რაც საერთოდ არაა მართალი. მთავარი სწავლის ხარისხია.

    2. უმაღლესი სასწავლებლის არჩევა და მითუმეტეს სპეციალობის, ჩემი აზრით, ბავშვის და მშობლის შეთანხმებით უნდა მოხდეს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ 17 წლის ბავშვმა ხშირ შემთხვევაში თვითონაც არ იცის რა უნდა, და მეორე ის, რომ მემგონი ყველა მშობელმა სათანადოდ იცის შვილის მონაცემები. (თუმცა აქაც ხშირია შემთხვევა, რომ მშობლები მომავალი პერსპექტივის მიხედვით ურჩევენ შვილს სპეციალობას, რაც აბსოლიტურად გამორიცხული უნდა იყოს)

    3. მუშაობის მხრივ ყველანაირად გეთანხმები.. მუშაობა და საკუთარი ფული სტუდენტობის პერიოდში საშინლად აზარმაცებს ადამიანს და ძირითადად მეტი ცოდნის მიღების ხალისს უკარგავს.

    ლავ იუ შიო :* 😛

    პასუხი
  7. რათქმა უნდა თუკი ფინანსები გაძლევს არჩევანის საშუალებას,რა სჯობია პრეტიჟულ სკოლას?-მაგრამ იმ წლებში,როცა ჩემი შვილები სკოლის ასაკისანი იყვნენ,საერთოდ არ არსებობდა კერძო სკოლები.რადგანაც არცერთ საგანში არ ვამზადებდი,არც მასწავლებლებს ვანებივრებდი საჩუქრებით,მუდამ სხვისი ჩრდილის ქვეშ უწევდათ ყოფნა,მაგრამ უმაღლესი სასწავლებლები წარმატებით დაამთავრეს და წარმატებულნი არიან დღესაც…

    პასუხი
    • ძალიან კარგი, მართლა მიხარია თუ ასეა! 🙂 რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი ეყოლება ჩვენს ქვეყანას მით ნაკლებად ვიქნებით სხვების დასაცინი!

      პასუხი
  8. ”ჩვეულებრივი” და არაჩვეულებრივი სკოლები არ მგონია არსებობდეს… თუ მშობელი საწყის ეტაპზე შვილს სწავლის სიყვარულს მიაჩვევს და მას სიზარმაცეს არ დაანებებს, ჩვეულებრივ სკოლაშიც კარგად ისწავლის. 12 წელი ვისწავლე ”ჩვეულებრივ” სკოლაში, მაგრამ არ მგონია, მაგის გამო მჯობდეს ვინმე ცოდნით, შესაძლებლობებით თუ ანალიტიკური აზროვნებით . შარშან უნივერსიტეტელი გავხდი და მშვენიერი შედეგები მქონდა გამოცდებზე. აი ბევრმა ფასიანი სკოლის მოსწავლემ კიდევ ბარიერები ძლივს გადალახა. ასე რომ, პრობლემა თვითონ ინდივიდში და მის მოტივაციაშია. 🙂

    პასუხი
  9. ყველა მედალს აქვს ორი მხარე და კამათიც შეიძლება დაუსრულებლად. მე მხოლოდ ის ვიგულისხმე რომ რაც არ უნდა იყოს გარემო ყველაზე და ყველაფერზე მოქმედებს! მთავარი გარემოა და არა ის რომ იხდი თუ არა ფონდის ფულს…

    პასუხი
  10. ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული. კი, გეთანხმები, რომ პატარა ბავშვმა შეიძლება არ იცოდეს სწავლის ფასი, მაგრამ ის უნდა ასწავლოს მშობელმა, რომ ღირს სწავლა და აუცილებელია, კონკრეტულად რატომაა საჭირო, ამას მერე მიხვდება. მე არ ვარ კერძო სკოლების “სპეციალისტი” და დიდად ვერ შეგეკამათები, მაგრამ საჯარო სკოლებშიც არის შესაძლებლობა იმისა, რომ ისწავლო, თუ მართლა გინდა ეს. თუ მხოლოდ გართობაა შენი მიზანი ორივე სკოლაში ერთნაირი იქნები, ვერ შეგცვლის ეს კერძო სკოლა.
    უმაღლეს სასაწავლებლებს რაც შეეხება, გეთანხმები სრულიად. არ მესმის ასეთი ხალხის, არც ჩემებს უნდოდათ ჟურნალიტი შვილი, საშიშიაო მითხრეს, მაგრამ მალევე შევთანხმდით და თუ შენ გინდა, კაი – იყო პასუხი. ვერასდროს შევძლებდი მესწავლა ის სპეციალობა, რომელიც არ მიყვარს.
    მუშაობას რაც შეეხება, მეორე კურსიდან ვმუშაობ, სტაჟიორიც ვყოფილვარ და უხელფასოდაც მიმუშავია, სწორედ ამის დამსახურებად ვთვლი იმას, რომ მერე სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია, პირიქით, დაგვირეკეს და მიგვიწვიეს მე და ჩემი მეგობარი. რომ არა სტუდენტური გაზეთი, ენთუზიაზმზე რომ ვმუშაობდით და თან გვიხაროდა, რომ არა ზაფხული ბათუმში ზღვის გარეშე, მე დღეს ბევრი რამე არ მეცოდინებოდა.

    პასუხი
    • ძალიან კარგია შენც და აქსიომასაც გეთანხმებით მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტი როცა სტუდენტი უბრალოდ იძულებულია იმუშაოს, იმიტომ რომ არ აქვს, ოჯახს არ აქვს, მშობლებს არ აქვთ… ეს ძალაინ რთული ფაქტია არავის ულხინს ახლა მაგრამ მე ვამბობ რომ სწორედ ასეთი შემთხვევა უნდა იყოს თავიდან აცილებული თორემ პრაქტიკა, შეთავსება, ინტერესი, ასეთი სამუშაოები პირიქით მისასალმებელია. ძნელია და ბევრი ვერც მოახერხება ამას ამიტომ ისევ და ისევ ვიმეორებ ,,რამდენადაც შესაძლებელია”!

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: