გაგიქრიათ ნოტები?

ბევრს წარმოგვიდგენია ბევრი, მაგრამ ცხოვრებაში თუ გიფიქრიათ, მუსიკა რომ უბრალოდ არ არსებობდეს რა იქნებოდა? დაგიხუჭავთ თვალები და გიცდიათ მაინც სამყაროს შეგრძნება არც ერთი სიმღერის, არც ერთი მელოდიის გარეშე? უბრალოდ რომ არ არსებობდეს არანაირი სახით… ვიცი ახლა ფიქრობთ, ეს ცოტა ვერააო, მაგრამ მე ხომ აწ უკვე აღიარებული გიჟი ვარ ასე რომ ნუ გიკვირთ! 🙂
ვისთვის როგორ, ჩემთვის კი უმელოდიოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე და არც სიო დაქრის და ტყეზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. არც საზოგადოებრივი და არც პირადი ტრანსპორტით მოგზაურობა მხიბლავს უმელოდიოდ! მით უმეტეს ლეპტოპის წვალება მუსიკის გარეშე წარმოუდგენელი ფაქტია! სკოლის პერიოდში მათემატიკის და ქიმიის ამოცანები კიდე ხო, მაგრამ როდესაც მშობელმა ადამიანმა დამინახა, თუ როგორ ვსწავლობდი ლექსებს ნაუშნიკებგაკეთებული, ეს სცენა უნდა გენახათ! თუმცა არგუმენტი საკმაოდ მტკიცე მქონდა, ДДТ და ცოის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, მითუმეტეს ზემოდან შთამბეჭდავ დღიურს ვადებდი და იმის პირობას რომ მშობელთა კრებაზე მისვლა არ მოუწევდათ 🙂
მიუხედავად ჩემი ამოდენ ახლო და მგრძნებარე ურთიერთობისა მუსიკასთან, სამწუხაროდ არც სიმღერა მეხერხება დიდად და მუსიკალური ინსტრუმენტების ხმარება ხომ საერთოდ! მე მხოლოდ ერთგული მსმენელი ვარ დალაგებული ლამაზად მომავალი ბგერების და მათ გარეშე არ წარმომიდგენია გარემო პირობები! ძნელი წარმოსადგენია ჩემი ემოციები როცა 2 წლის წინ window’s -ის ინსტალაციაში ვარჟიშისას საკუთარ კომპზე შემთხვევით წლების განმავლობაში შეგროვებული 4000 სიმღერაზე მეტი წამეშალა! საბედნიეროდ ახლა სასურველი მუსკის მოპოვება მეტად გამარტივდა, აიწია ინტერნეტის ხარისხმაც და ორიგინალი ალბომებიც ყრია აქა-იქ… ასე რომ ცოტა მშურს კიდეც თქვენი ვისაც არ უწევს იაფფასიანი დაბალხარისხიანი აუდიო კასეტების ძებნა და რადიოში სასურველი შესავალის გაგონებისას თავ-პირის მტვრევა იმისთვის რომ რომელიმე ბანძ კასეტას გადააწერო შხიშხინიანი ხარისხი. ახლა თავზე საყრლადაა არჩევანიც და ამრჩევებიც დარწმუნებული ვარ ყველა იპოვით თქვენს მუსიკას ამ სამყაროში თქვენს რიტმს რომელსაც უნდა გაყვეთ და რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ისე მოგერგებათ როგორც ულტიმედ-ჩოფერი ერგება თქვენს სამზარეულოს! საუკეთესო მელოდიებით….

Advertisements
წინა ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. გიჟი + მელომანი= მელომანი გიჟი. :)))))))

    პასუხი
  2. მიყვარს მუსიკა,მაგრამ ასეთ რაღაცეებზე არ მიფიქრია ნამდვილად.
    ჩემი შვილიც გაკვეთილებს რომ სწავლობს,მუდან ყურსასმენები აქვს წამოცმული და მუსიკას უსმენს.

    პასუხი
  3. მუსიკის გარეშე უბრალოდ ვერ ვაკეთებ ვერაფერს, მიყვარს და უიმისოდ არ შემიძლია.. ვერი ნაის პოსტ 🙂

    პასუხი
  4. აუ, მუსიკით მეც ვმეცადინეობ. მარა მეცადინეობა დიდი ვერაფერი სიამოვნება ამ დროს, აი, მხატვრული ლიტერატურა და მუსიკა უმაგრესია ერთად.
    და გიჟს რატო გეძახიან? 🙂 მერამდენე პოსტს ვკითხულობ და ასეთი ვერაფერი შევნიშნე, პირიქით დაჟე 🙂
    ნოტები ნამდვილად არ გამიქრია, მარა რომ წარმოვიდგინე რა იქნებოდა ცხოვრება უმუსიკოდ, დიდი ვერაფერი განწყობა დამეუფლა 🙂

    პასუხი
  5. არ მეძახიან მე მგონია რომ ასეთი ვარ :)))))

    პასუხი
  6. ეს დედაჩემს უნდა წავაკითხო!
    სულ მეჩხუბება: როგორ შეიძლება გაკვეთილები მუსიკის თანხლებით ისწავლოო :@

    პასუხი
  7. მშვენივრად გიწერია ^^

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: