საშინელ ხასიათზე მოვიდა სახლში! სახეზე მოღუშული რუხი ღრუბელი გადაფარებოდა, თვალები ნისლით ჰქონდა ამოვსებული, პირზე სამარე დასცემოდა და მოძრაობაში არსებობა ეტყობოდა მხოლოდ! ის აქ არ იყო, სადღაც წაეღო მისი გონება ამ დამპალ ცხოვრებას! მხოლოდ რეფლექსებით მოქმედებდა… მიაგდო ქურთუკი და სხეულიც მიაყოლა გამხმარ ტახტზე. უაზრო მზერა მიეჩერებინა უაზრო სივრცეში და მთელი სახე ნერვიულად უთრთოდა! სად ვიშოვო? ამდენი… ბევრია… ტუჩების ოდნავი მოძრაობით იმეორებდა ამ რამდენიმე სიტყვას გაუჩერებლად!
ჩაბნელებულ, ცარიელ ოფისში ცივად იდო განცხადება სახლის სასწრაფო გაყიდვაზე და კვნესოდა: ,,მე არ ვეყოფი, მე ცოდო ვარ, არ ვეყოფი”… არჩევანი არ იყო ამ პატარა უმწეო განცხადებას მაინც მოუწევდა საქმეში ჩართვა!
იქვე, ნახევარ კვარტალში, წვიმისგან სველი მინა შიგნიდან დაორთქლილიყო. მიზეზი ნათელი იყო, განათების ფონზე კარგად ჩანდა რამდენიმე მოუსვენრად მოსიარულე ჩრდილი. რაღაც მომენტში ახალი შემოემატათ, ერთ-ერთს წინ დაუდგა და სილუეტზე ეტყობოდა რომ არასასიამოვნო რამეს ამცნობდა! მეორემ ხელები მაღლა აღაპყრო წამით და ჩამოყარა უიმედოდ, დახრილი თავი კიდე დიდხანს არ აუწევია იმის მერე როცა მეორე გავიდა….
იმ მომენტში განადგურებული იყო, მაგრამ გრძნობდა რომ ცოცხლობდა, იმედი ჰქონდა…. ახლა კი… ახლა აგდია ტახტზე და უაზრო მზერა უაზრო სივრცეში მიუჩერებია, საიდანაც მხოლოდ სასწრაფოს გაბმული სირენის ხმა წვდება…
ფული გვსპობს
Advertisements
Posted by შიო on მარტი 20, 2011
https://shiosmarani.wordpress.com/2011/03/20/%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1/
წინა ჩანაწერი
მაპატიე მთვარე
მაპატიე მთვარე
შემდეგი ჩანაწერი
გაგიქრიათ ნოტები?
გაგიქრიათ ნოტები?
ketusi
/ მარტი 21, 2011მდაა,ასეთი ხალხის არ მესმის.
სანამ ცოცხალი ხარ,რაღაცის გამოსწორება მაინც შეიძლება!
გვირილა
/ მარტი 26, 2011უი, შემეცოდა 😦
მარა შესაძლებელია ყველაფრის გამოსწორება, მართლა…