ჩემებო!!!

თქვენ ფიქრობთ რომ მე გიჟი ვარ!!!
კიი! ნუ გცხვენიათ, მე ვიცი რომ ასე ფიქრობთ! ვიცი, იმიტომ რომ მე თვითონ ვფიქრობ ასე! ხო არ გეშლებათ, გიჟი არასოდეს იტყვის გიჟი ვარო… მართალია, მაგრამ მე ხომ ამას არ ვამბობ, მე ამას ვფიქრობ!
ისევ ფიქრები, ფიქრები, ფიქრები…  ტვინი წავიღე ხომ? სხვა გზა არ მაქვს მე იმას გიზიარებთ რაც ჩემია, ჩემს გვერდზეა და მეკუთვნის და ამ მომენტისათვის ეს მხოლოდ გასაგიჯებელი ფიქრებია!
ვიცი რომ ღელავთ ჩემზე! ხოო, როგორც კი მოუსვენრად ვიწყებ წინ და უკან სიარულს… ვერ მეუბნებით და ხანდახან კი წამოგცდებათ შიშნარევი ,,რა გჭირს” და უკან ისეთივე შიშნარევ პასუხს იღებთ ,,არაფერი”! შიში, პატარა და ცუღლუტი შიშია გარშემო, იმიტომ რომ ის არ იყო ასეთი! მას ყველაფერი ეკიდა! ხალისი ჰქონდა! არასოდეს არაფერზე ამბობდა უარს! ახლა კი… ახლა აჩრდილს დაემსგავსა, აი კინოებში რომაა, შუა საუკუნეების ეპოქაზე, ბინძურ გაძარცვულ ქალაქებში რომ დაძწიან ხოლმე აჩრდილები, ადამიანობის რომ თითქმის არაფერი შერჩენიათ…
ნუთუ ასე იცვლება ადამიანი? ასე მალე? არა ის ალბათ ისეთივეა და უბრალოდ ავად არის და მალე ყველაფერი გაუვლის, ვარაუდობთ თქვენ… იქნებ ჩვენი დახმარება უნდა… გავართოთ… რამე მოვიფიქროთ… მაგრამ რა??? რა უნდა მოიფიქროთ? მე ხომ გიჟი ვარ და ამ სიგიჟით მიყვახართ! ამ სიგიჟეს ვეტრფი და ამ სიგიჟით ვამაყობ! ალბათ ზედმეტებში გადავდივარ ისევ და ვიცი ეს დამღუპავს მაგრამ დაღუპვა არაფერია ისეთი არანორმალური რომანტიკოსისთვის როგორიც მე ვარ! ნუ იღელვებთ, მე ხომ საოცარი ეგოისტი ვარ! მე ხომ შემიძლია ნახევარი მსოფლიოს ამოტრიალებას მშვიდად ვუყურო და საკუთარი თითის გაჭრა პლანეტარული მასშტაბის დრამად ვაქციო!!! აბა რამეში გამოვდგები? აჩრდილი, რომელიც თავის ბინძურ, რუხ ქალაქში დაძრწის და შიგნით არავის უშვებს! შემიძულე უარმყავი და მომასვენე, იქნებ მაშინ შენც მოისვენო ადამიანის ნატურავ! იქნებ მაშინ უფრო მშვიდად იცხოვრო ამ საზიზღარ თანაგრძნობას, სიბრალულს რომ განაგდებ! მომიშორე მე ხომ მხოლოდ უარყოფითი ემოცია ვარ შენთვის!

აი, ჩემი ეგოიზმის  ზეიმი!!! ხოო! მე თქვენ არ გინდობთ მე მხოლოდ საკუთარი თავი მეცოდება! მე ასეთ სიტყვებს გიტოვებთ და ამის მერე უსინდისოდ ვიძინებ! მე გატყუებთ და გაგირბივართ, ამაზე მეტი რაღა უნდა მივქარო? ახლაც ვერ ხედავთ რომ აჩრდილები უნდა მოიშოროთ?! მეც ალბათ მოვახერხებ და განვაგდებ მათ და ისეთი დაგიბრუნდებით ოდესმე, როგორიც თავიდან შეგიყვარდით, მხიარული და უდარდელი! ადამიანის სახით!
მარად თქვენი არანორმალური მეგობარი!!!

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

11 Comments

  1. მართლა გიჟი ხარ? :)))))))

    პასუხი
  2. -სულაც არა ხარ გიჟი,უბრალოდ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ…
    ასეთი ფიქრები ყველა ნორმალურ ადამიანს ეწვევა ხოლმე,მეც ვფიქრობ ხოლმე,ნუთუ ყველას ასე ტანჯავს ფიქრები?-ფიქრი…დარდი..საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნის…ნუ მთლად კარგად იქნებ ვერც ჩამოვაყალიბე,მაგრამ მე მჯერავს,რომ ხარ ნორმალური და საღად მოაზროვნე….

    პასუხი
    • იქნებ შენც გიჟი ხარ და ახლა ჩემი დამშვიდებით საკუთარ თავსაც იმშვიდებ??? :))))))))))) ასე არ გიფიქრია?

      პასუხი
  3. არა, ნააამდვილად ხარ…
    საყვარელი გიჟი ხარ..
    საინტერესო გიჟიც..
    თუმცა ყველა გიჟი თავისებურად საინტერესოა..
    თუმცა შენ ორიგინალურად საინტერესო გიჟი ხარ.. ^^
    მეც გიჟი ვარ.. სასიამოვნოა. ^^

    პასუხი
    • ჰოი! გიჟნო ამა ქუეყანისა დაე შევიკრათ ერთად! წაგიკითხავ აბა რა გიჟი ხარ ერთი :დ

      პასუხი
  4. საგიჟეთში-ველქამ!!!! მეც გიჟი ვარ.. სტაჟიანი.. :)) ნაის თუ მით იუ :)))))))))))

    პასუხი
  5. ბიჭო, არ წაიღეს ტვინი ამ გიჟებმა? 🙂 არც ერთი არ ხართ გიჟი, ყველას მშვენივრად გიცნობთ უკვე (თვალმოჭუტულიმზაკვრულისმაილი)

    პასუხი
  6. გიორგი

     /  მაისი 15, 2011

    გაკონტრევოლუციონერებულებისთანებისათვისაც

    ამას რომ კაცი დაიმახსოვრებს, გიჟი არ არის?! ასე რომ დაასხი დავლიოთ. 😀 😀 😀

    პასუხი
  7. შენ თუ გიჟი ხარ მე ფსიქოპატი ვინ ვყოფილვარ :ქრეიზი:

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: