მაპატიე მთვარე

ცოტაც და დაიწყება მუზების ცვენა, ლექსების წერა, ტირილი და გაშტერებები… მალე დაიწყება წვიმების სეზონი! ასე რომ აგვაღელვებს ხოლმე და ასე გვამშვიდებს! ქუხილი რომელიც ზოგს აღტაცებას ჰგვრის და ზოგს პატარა ბავშურ შიშს 🙂 როგორ მიყვარს ცხელი ჰაერი რომ დასუსხავს სახეს, დაიტვირთება, დაიტვირთება და მოაღებს პირს, დიდრონი ხორციანი წვეთებით! ირგვლივ სველი მტვრის სუნი დატრიალდება და გონებას ატკბობს თავისი მძაფრი სინაზით.

ახლა როცა ამ სტროფს ვწერ ზუსტად 22:14-ია და ანუ მთვარე ახლოდან მიყურებს, რატომღაც არც რხევას ვგრძნობ და არც რამე მსგავსს, ვიღაცამ ჩამაწოდა დილით ადვილად რომ გადაიტანო გარეთ გადიო მაგ დროს, მაგრამ სურვილი არ მაქვს, იმიტომ რომ არ წვიმს… წვიმაში მიყვარს ბორიალი! როცა ფეხებზე გკიდია და მეტად ვეღარ დასველდები, როცა დიდ გუბეებს ეძებ გზადაგზა რომ შიგ გატოპო, როცა ჟოლობებს გვერდს არ უვლი და საერთოდ არც ნაბიჯს უჩქარებ მიუხედავად შენს გარშემო მორბენალი ხალხისა, შენ შენთვის მშვიდად ,,მისეირნობ” თავსხმა წვიმაში! ახლა ყველაზე მაგარი კაიფი? სახლში მოსული სველ ტანსაცმელს რომ მიყრი, წყალს გადაივლებ და მშრალს ჩაიცმევ. მერე ჩავარდნილი პუფი, წარმოსახვითი სიგარეტი და ცხელი უშაქრო ჩაი ან ჭიქა რომი…
სანამ მე აქ ბოროტად ვოცნებობ წვიმიან ამინდებზე, მთვარემ მოგვასტუკა ისე როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდა და წავიდა ისევ უკან თავის ადგილზე, ოღონდ ამ ჯერად ნაწყენი, იმიტომ რომ ჩვენ შიშით დავხვდით და ალმაცერად მიპარვით ვუყურებით ფარდებს უკნიდან! ასეთები ვართ ადამიანები, მგრძნობიარე ცხოველები, ვნახეთ იაპონია და საკუთარ თავზე მოვსინჯეთ ეს საშინელება წარმოსახვაში მერე შენც მაინც და მაინც მაშინ მოგინდა მოახლოვება და ეჭვიანი აზრის ეგრევე ჩაგვიძვრა გულებში რომ შეიძლება მართლა მოიტანო ქარ-ცეცხლი არადა მუდამ სიმშვიდეს აფრქვევდი ღამღამობით! ახლა გვაპატიე, ნამეტნავად ვართ დაძაბულები აქეთ უმუშევრობა, ცუნამები და ბენზინის ფასები გვიტევენ, იქეთ ჯასტინ ბიბერი და კუსა ღადუა! ხო მთვარევ, ჩვენც ცოდონი ვართ გვაპატიე და შემდეგში რომ მოგვიახლოვდები სიხარულით დაგხვდებით!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

21 Comments

  1. :)))))) მე ჯასტინ ბიბერის ფანი ვარ!!!!

    პასუხი
  2. “ცუნამები და ბენზინის ფასები გვიტევენ, იქეთ ჯასტინ ბიბერი და კუსა ღადუა!”- ძალიან… 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀

    პასუხი
  3. ი ნე გავარი, სლუშაი :))))))))))))))) ამ მთავრობის ხელში… 😀 😀

    პასუხი
  4. Permweri

     /  მარტი 20, 2011

    ესე საჯაროდ რა იყო ეხლა :დ
    როგორ მიყვარს წვიმა.. :)) ”მერე ჩავარდნილი პუფი, წარმოსახვითი სიგარეტი და ცხელი უშაქრო ჩაი ან ჭიქა რომი…” .. ფანჯრის რაფაზე მოკალათება და ცხელი ჩაით თავის შექცევაც შესანიშნავია 🙂

    პასუხი
  5. ვაიმე,რა საყვარლობა პოსტი იყო,როგორ სასიამოვნოდ წასაკითხი.ყოჩაღ,როგორ ლამაზად ახერხებ ამ ყველაფრის აღწერას.
    ისე,რაიყო,როგორ გადარიეს ხალხი ამ მთვარის მოახლოებით!შიშის ზარი სცემდათ ზოგ-ზოგიერთებს.

    პასუხი
    • კი აშკარად! კიდე კაი პოლიტიკა მკიდია თორე შეიძლება იმათთვისაც დამებრალებინა, ეს რა იყო? გამიზნული შფოთის და პანიკის ატეხვა განახორციელა ვიღაცამ!

      პასუხი
      • ხო,ეტყობა! 5 ჯერ გადმოსცეს ერთი და იგივე რეპორტაჟი,სადაცერთი ფრაზა იყო უაზრო ვარაუდი,და დანარჩენი რესპოდენტები საპირისპიროს ამტკიცებდნენ–მაგრამ ამით მაინც შიშის მარცვალი ჩააგდეს!
        ამდანევროზებულ ხალხს მეტი კი არ უნდა!დავიღალე იმის მტკიცებით,რომ სისულელეა,იმ2012-ისა ატრ იყოს.უბრალო ფილმისსიუჟეტი აპოკაპიფსულ წინასწარმეტყველებად აღიქვეს! უჟას!

        პასუხი
  6. არადა მაგ ფილმშიც ყოველ 5 წუთში ერთხელ იმეორებენ რომ ეს მხოლოდ ვარაუდებია ვარაუდებია ვარაუდებია :)))))))

    პასუხი
  7. ხო,მაგრამ ადამიანიცუდს უფრო ამჩნევს,ვიდრე კარგს!

    პასუხი
  8. მე, ადამიანს, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უყვარს წვიმა, ამ პოსტმა მომანდომა წვიმა (ბოდიში ტავტოლოგიისთვის :-)).
    თუმცა, შხაპუნა და მხიარული წვიმა მიყვარს, ის ზოზინა, ნელი არ მევასება. თან ასეთ დღეებში სულ სამსახურში ვარ ხოლმე, დავრბივარ ვიღაცეების ჩასაწერად, ვსველდები და მეზიზღება ეს დღე. ასე რომ, არ უნდა იყოს გასაკვირი წვიმისადმი ჩემი დამოკიდებულება.
    თუ სახლში ხარ, თბილად, კაი ფილმს უყურებ და რამე გემრიელს მიირთმევ, ამ დროს წვიმა იდეალურია. ან კიდევ შხაპუნა წვიმა, ზაფხულის ოღონდ, ბათუმში რომ იცის და ხეტიალი ამ წვიმაში, გამოცოცხლება ერთგვარი… ეეეჰ, მომენატრა ჩემი წვიმიანი ბათუმი 😦

    პასუხი
    • ისევ ბათუმი…..

      პასუხი
      • შეხედე შენ, რომ არ მპასუხობს თან 😀 შენც ბათუმელი ხარ-თქო? თუ ზაფხულში ჩამოდიხარ და “გევასება” ? 🙂
        ბათუმს ნუ გაიკვირვებ ჩემგან, უხვადაა ყველგან, ჩემს ბლოგზეც და სხვებთანაც მიმაქვს ხანდახან 🙂

        პასუხი
  9. ვერ გეწევი თორემ რაფერ დაგტოვებ უპასუხოდ 🙂 ბათუმელი არ ვარ მაგრამ მაფანატებს მაგ ქალაქზე და თან ძალიან სერიოზულად! იმდენად, რომ ვფიქრობ ბათუმელობაზე ხომ არ გადავცვალო თბილისელობა 🙂

    პასუხი
    • 😀 😀 მე თუ ვკითხულობ და თან კომენტარს ვტოვებ, შენ რაფერ ვერ ეწევი ერთი 😀 😀
      გაცვალე, გაცვალე (ნახევრადჩურჩულით, კაკ ბუდტა მზაკვრული შემოთავაზება რა) 😀
      მე ვარ ბათუმელი და ჯანდაბა ჩემს თავს, ლამის თბილისელობაზე გავცვალო. 2 წლით მინც აქ ვეგდები და მერე არ ვიცი. ამ გადმოსახედიდან, როგორც კი მოვრჩები სწავლას, გავიქცევი მაშინვე. მარა ვნახოთ 2 წლის მერე რა ჭკუაზე ვიქნები 🙂

      პასუხი
  10. რაფერ და აქ მაყვალა ბებია მყავს სტუმრად და ტვინს მიჭამს რაღაც მილებს გასდისო და რავი კიდე რაღაცეები უნდა. მოკლედ არ ეძინება რა და არც მეზობლებს ასვენებს 🙂 ხოდა ნახევარი ყურადღება მას აქვს მიტაცებული :))) დღეს საქმე მექნება ღამე ახალი ბლოგის კითხვით გავიტან ამ ღამეს… 😉

    პასუხი
  11. უf (ვითომდარცხვენილისმაილი). კაი მაშინ 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: