მთვარეულებო, სად ხართ?


ისევ გადავცდი თორმეტს… მიუხედავად იმისა, რომ კუნთები დაბუჟებული მაქ დაღლილობისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ გამოვსწორდე და დილით 8 საათზე ვარ ასადგომი, ღამე მაინც არ მანებებს თავს… მაინც მტოვებს მარტოს ჩემ თავთან! მაინც მიწევს ლამაზი სიზმრების ნაცვლად, რომელიც ბევრმა მისურვა და უკვე ტკბილად იშმუშნებიან ძილში, ნახევრად ჩაბნელებული მონიტორის ყურება… არც კინოსეანსის თავი მაქ არც რამის შეცნობის. უბრალოდ ვძივარ და მოგჩერებივართ თქვენი ჩაშავებული ეკრანებიდან… მჯერა, რომ გესმით ჩემი, უბრალოდ ისვენებთ და არ მწერთ, არ მეხმიანებით… თქვენც ჩემსავით გიყვართ ღამე და დილამდე არ ხუჭავთ თვალებს ასე არაა? ნეტა ადამიანს ერთი საათი ყოფნიდეს გამოსაძინებლად! რამდენ რამეს მოვასწრებდით….. ღამე ვიფიქრებდით, ვიოცნებებდით და დღისით მთელ დროს ამ ოცნებების ასრულებისთვის გამოვიყენებდით.
ცხოვრება ბრძოლააო, ვიღაცას უთქვამს… იქნებ მართალიც იყო… წავედი, მეც ცოტას წავიბრძოლებ უძილობის ველზე, თან დღეს ხომ რაღაცნაირი დღე თენდება, არ ღირს მისი ძილში გატარება!
ყველას ყველას გისურვებთ ტკბილ ვიდეოებს!!! ვინც მაინც ღამის მკლავებს ამჯობინებს, თქვენ დიდი ოცნებები და ფიქრთა კორიანტელი!

თქვენი ,,ნოჩურა” 🙂

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. მეც ანალოგიურად ვარ. დრო არ მყოფნის. ისე ნათქვამია “ძილი– სიკვდილის მეგობარიაო”. ხო და ამიტომ ძალიან ცოტა ხანი მძინავს. :)))))

    პასუხი
  2. აქ ვარ აქ :)) მე დღეს მელის თეთრი ღამე და რომ გავჭედავ, უნდა დავწერო პოსტი მთვარეულებზე, ვამპირებზე და შეშლილებზე, თვალებჩასისხლიანებულები გამთენიამდე ფილმებს რომ უყურებენ :))))))))) რას ვიმუქრები ვერ მეტყვით????????????? მაგრამ შენი მესმის…. 😀 😀 😀

    პასუხი
    • იმას მემუქრები რომ აბა სცადე და არ წაიკითხო მაშინვეო! 🙂 სხვა რა საქმე მაქვს მეც გამთენიისას 😉

      პასუხი
  3. 😀 😀 წაგიკითხავს კიდევაც, როცა დამიწერია 😀 :)))) რა საქმე გაქვს გამთენიისას? ახალი რამე სცადე.. მაგალითად.. დაიძინე!!!!! :))))))))))))))))) 😀 😀

    პასუხი
  4. აჰა, რო რამე, ვიცი სად შემოვიდე აწი 🙂 მეც ხშირად მემართება უძილობა, დროდადრო წამომიფრენს ხოლმე. როგორც მივხვდი, კომპიუტერის დამსახურებაა, ოღონდ მართლა. შეეცადე ერთ საღამოს პროსტა შემოიხედო ბლოგზე, ფეისბუქში და ა.შ. არაუმეტეს ერთი საათისა, მერე დაწექი და იქნებ რამე წაიკითხო კიდეც, ტკბილად დაგეძინება. ყოველ შემთხვევაში, დროდადრო წამოფრენილი უძილობისთვის შესანიშნავი და გამოცდილი (ჩემს მიერ) ვარიანტია.

    პასუხი
  5. ხოო მეც ეგ მახარებს რომ ხვალ კვირაა და მარტო არ მომიწევს აქ გდება :)))

    პასუხი
    • უი, შენ შეჩვეული ხარ დაჟე და უკვე “თანამგზავრები” გყავს ნაპოვნი? 🙂 თეა არ მუშაობს დღეს აშკარად, არ იგრძნობა მისი ვირტუალური არსებობა დღეს 🙂

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: