მიმაპინკფლოიდეს!!!

სასიამოვნო საღამო მეგობრებთან ერთად ისტორიული ფილმის ყურებით დასრულდა, ასევე დასრულდა კრეკერი და წვენი! ზიხარ, ფიქრობ რა აკეთო… ტელევიზორი მოძველდა, ძილისთვის ადრეა, წიგნი… რაღაც არ წაიღო! დარჩა სავარძელი, წარმოსახვითი სიგარეტის გამაბრუებელი კვამლი, უშაქრო ჩაი და კარგი მუსიკა…
იამაიკური დრედები ირხევა თვალწინ და რეგი სიმშვიდის ზეწარს გაფარებს… მხოლოდ ფეხის რხევით მიყვები რითმს და იქ ხარ, მზიან მშვიდ სანაპიროზე, სადაც ყველას მხოლოდ სიყვარული უდევს გულში… სადაც ყველა სახე ღიმილით არის მოფენილი და არავის ადარდებს განათლების სამინისტროსთვის შესაწირი ფული და ვადების სიმცირე!
მართლა რა ამბავია ხალხს ღლიტავენ და ღლეტენ!!! ამ ფიქრებში ბობ მარლი მშვიდდება და ფლეიერი ავტომატურად გადადის ახალ ალბომზე. pink floyd-იც სიმშვიდისკენ მოგიწოდებს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის რომ განიტვირთო, დაიტვირთო და ისევ აფეთქდე! იმოქმედო! ანახო შენი პროტესტი მათ ვინც სახეს გართმევს და არც ერთი მთელი მერხი არ დაუტოვო სულების წამრთმევ ქარხანაში!
როჯერ უოტერსი ისევ გამშვიდებს, ისევ გამზადებს იმ მომენტისთვის როცა აალების დრო მოვა… ყურებში მხოლოდ წყლის სიღრმიდან წამოსული შენი მეობის ექო გესმის… ის ფეთქავს აქვეა და თავისუფლება სწყურია! მასაც მოკრძალებით უნდა გაფრინდეს გეგასავით… ირაკლივით… მასაც უნდა სიმშვიდე… ისეთი, როგორიც ,,იქ” არის სადღაც სადაც ჩვენ არ ვართ! სადღაც, სადაც ტიბეტია, სადაც სიმშვიდე ჰქვია ყველაფერს გარშემო, სადაც მას ვერსად გაექცევი!
ვითომ? გაექცევი! გაექცევი და თან ძალიან მარტივად! რა თქმა უნდა ამაში ნოკიას მომაბეზრებელი და ყველას ყელში ამოსული ზარი დაგეხმარება! გაოცებული სახით ბრუნდები სამყაროში, სადაც ,,ფანრიანი ნოკია” განაგებს და გიწყვიტავს როდის დამშვიდდე და როდის არა! სამყაროში, რომელიც სავსეა უგემოვნო უხმო ნოტებით და მათი გნიასი კიბოდ ედება ღირსეულთ!
ეკრანზე წარბებგაპარსული, დაჯინებული მზერის მქონე ახალგაზრდა ისევ იქნევს ჩაქუჩებიან დროშას…
მის უკან კი ჯიუტი ნოკია ყვავივით გასჩხავის თავის დაპატენტებულ მელოდიას…
რთულ დროში ვცხოვრობთ მაგრამ შენ ოდნავ მეტი არჩევანის უფლება გაქვს ვიდრე მათ ჰქონდათ!
ნოკია თუ პინკ ფლოიდი?!

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. ნოკია–ერთმნიშვნელოვნად!!!!!!– 😀 LOL!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: