სულისჩამდგმელი-ნინი, ასე რომ გოგოებო ყურადღებით!

ასეა თუ ისე, შხამი შხამია! რაოდენ ხუმრობითაც არ უნდა იყოს იგი შეფრქვეული მაინც არამგონია სასიამოვნო გრძნობა იყოს, ასე რომ მეგობრის იდეას მივიღებ, პატარა პოსტს კიდო გამოვაცხობ ბიძია-ბაბუა და მშვიდად დაველოდები აქსიაომას კომენტარს, მით უმეტეს უძილობა ისევ თავის სტიქიაშია და ხელებიც საკმაოდ ,,მექავება”!
მაშ ასე, დღეს საღამოს ჩემი ყურადღება პატარა ფრიად აღმაშფოთებელმა ვიდეო რგოლმა მიიქცია…
მსგავსი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირად ნათდებოდა ჩვენი ტელემაუწყებლობით ბოლო დროს, ყოველ შემთხვევაში სანამ მე ტელევიზორს ვუყურებდი! დამეთანხმებით, რომ ეს პრობლემა მართლა საზღვრებს გაცდა და საოცარ განვითარებას ჰპოვებს ახლანდელ სკოლის ასაკის მოზარდებში. მოხუცივით ვიტყვი, ,,ჩემ დროს” (სკოლაში) ერთხელ წაიჩხუბესსავით გოგოებმა ტუალეტში და იმდენად აღშფოთებულები ვიყავით მთელი ბიჭები, რომ ცოტა ხნით ჩვენც კი ,,ზავი” დავდეთ და შევეშვით ერთმანეთის თავ-პირის მტვრევას! მაშინ ეს საოცრად უჩვეულო ამბავი იყო, შეიძლება იმაზე მეტჯერაც ხდებოდა ვიდრე ჩვენ ვიცოდით მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ახლაც არ იცის იმან ვინც არ უნდა იცოდეს! არც კი ვიცი რა ვთქვა… უბარალოდ მინდა ეს პოსტი რაც შეიძლება ბევრმა გოგომ წაიკითხოს და მაინტერესებს მათი კომენტარები…
ჩემთვის რაღაც კრედოსავითაა ქალზე ხელის აწევა! წარმოუდგენელია! თუმცა, დღეს ცხოვრებაში პირველად, თავი დავიჭირე იმაში, რომ ასეთს ალბათ გავარტყავდი! იქნებ იმიტომ რომ მე მასში ქალი ვერ დავინახე… არ ვიცი… ახლაც ვფიქრობ ამაზე…  ვცდილობ ჩემი თავი გავიმართლო ამ უტიფარი გაფიქრების გამო.
არის სხვა პრობლემაც, ხანდახან და მით უმეტეს მაშინ როცა ასეთი ადამიანების მშობლებზე გავიფიქრებ, ,,როგორ აღზარდეს?” ან ,,რომ ნახონ ეს ვიდეო რას იზამენ?” თავში ერთი საოცრად მტკივნეული რამ მომდის უცებ წარმოვიდგენ რომ ჩემ შვილზე გავიგე ასეთი რამე! ჩემი გოგო, ჩემი დამტირებელი, მომავალი მოხუცი მამის ნუგეში და ა.შ. თანატოლს დანით ჭრის! ან ხალხო სხვები არიან გულქვა როჟები და ან მე ვარ ზედმეტად სენტიმენტაური!
ასეა თუ ისე, ამ ყველაფრის შესახებ მე ორი აზრი გამაჩნია! პირველი: ეს პრობლემა ადრეც იყო (როგორც პროსტიტუცია :)) ოღონდ არ იყო გახმაურებული და მისი ,,გამწვავება” აშკარად წინ წაწეულმა ტექნიკურმა პროგრესმა გამოიწვია! მეორე: ბავშვებს ბევრი მოუვიდათ და მოსდით ,,პრისიონერას” სახის სერიალების ყურება სადაც ყოველი მეორე მაგარი ნაშა ან ძაან კეთილია და უბედური ცხოვრებით ცხოვრობს (ფინიშამდე) ან ხელში დიდი დანა ან პისტალეტი უჭირავს და იმ კეთილ ნაშებს უმწარებს სიცოცხელს (ესეც ფინიშამდე მერე happy end-ია ხოლმე მგონი)!
ველოდები თქვენს აზრს ამ ყველაფერთან დაკავშირებით! ქალებო ნუ გაამართლებინებთ თავს იმათ, ვინ უკვე გაიზარდა, სქესი აირჩია და ნუ ათქმევინებთ რომ თქვენში სინაზე ვერ დაინახეს! შეგვიცოდეთ კაცები!

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

19 Comments

  1. მადლობა შიო რომ დამთაგე. უცხოსთან ალბათ კომენტარისგან თავს შევიკავებდი. ერთს ვიტყვი: ძალიან მყწდება გული ეგ გოგონები ქართულად რომ მეტყველებენ, ვწუხვარ მაგ პატარა ადამიანების გამო, რომლებმაც ისიც კი არ იციან ვინ არიან და ოცნებები არ ააქვთ. სერიოზული დახმარება ჭირდებათ და პიროვნების რეაბილიტაცია. საკუთარი თავი შემძულდა როგორც მოქალაქეს, რომელსაც არანაირი ძალა არ გამაჩნია მსგავს ადამიანებს დავეხმარო. ისე, მართლა გადარჩენა ჭირდებათ, ჩვენ შედარებით ჰუმანურად მოაზროვნეებს კი– მათ გადარჩენაზე ფიქრი.

    პასუხი
  2. P.S. მოწამვლას გადამირჩი ამჯერად. მართლა მაგარი პოსტი გამოგივიდა. ბევრმა უნდა ნახოს ეს. :))

    პასუხი
  3. სხვისი არ ვიცი მაგრამ ამ შემთხვევას რომ შევსწრებოდი აი ამ ორ “გოგოს” მინიმუმ ფიზიკურად დავამახინჯებდი მაქსიმუმ კი სულიერად. საკუთარ თავზე რომ გამოცდიან იგივეს მერე მიხვდებიან ალბათ რაღაცას. შეიძლება ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ მაგრამ მე პირადად მათთვის სერიოზული ტკივილის მიყენების სურვილი მიჩნდება.

    პასუხი
    • ძალადობა გამოსავალი არაა თუმცა შენს ვარიანტში მართალი ხარ! ესეც ერთ-ერთი გზაა ალბათ…

      პასუხი
    • შენთან ვიქნებოდი, სულით, გულით და მუშტით… ასეთი სლექალები რო არსებობენ მაგიტომ გვაქვს დედა *&%(ი მთელ თაობას…..

      პასუხი
  4. როგორ არ მიყვარს რომ ბილწსიტყვაობენ, მითუმეტეს გოგოები, და ამათ გონიათ რომ “მაგარი როჟები” არიან?? ერთი წვეთი ქალობა არ აქვთ, ფიზიკური განსხვავების მეტი, არაფრით არ არიან ესენი მომავალი ქალები.. იმედია რომ გაიზრდებიან, მიხვდებიან რა სისულელეებს აკეთებენ და შეიცვლებიან, ან დაეხმარებათ ვინმე, უბრალოდ საცოდაობაა რა, დახმარება სჭირდებათ..

    პასუხი
    • სხვათაშორის, ბილწსიტყვაობაზე მეც იგივე რეაქცია მაქვს თუმცა, მყავს ერთი ძალიან ახლო მეგობარი გოგო, საოცარი გამონაკლისია, ვაფანატებ მის გინებაზე! 🙂 რათქმაუნდა ამას სახალხოდ არ აკეთებს და მხოლოდ ვიწრო წრეში მაგრამ მაინც… ისე მაგრად უხდება მეტი რომ არ შეიძლება! 🙂

      პასუხი
  5. Permweri

     /  მარტი 15, 2011

    ამას რა კომენტარი გავუკეთო არ ვიცი.. ნამდვილად არ მეგონა გუსინდლამდე (სანამ ამ ვიდეოს პირველად ვნახავდი) ესეთი ჯიშის ეგზემპლარებიც თუ მოიძებნებოდნენ.. მდედრობით სქესს ვერ მივაკუთვნებ

    პასუხი
  6. Permweri

     /  მარტი 15, 2011

    პ.ს ჩემში მარტო თანაგრძნობას აღძრავს

    პასუხი
  7. დასცხეთ, არ დაინდოთ.. : ს
    მე არ მესმის, ეს გოგო რატომ იღებდა ვიდეოს და არც ის, ბიჭი იქ რას აკეთებდა, თუ მისი მეგობარს ჟეჟავდნენ, ქალზე ხელი “ვერ” ასწია, თუ?
    ძალიან უაზროდ და დროის ფუჭკ არგვად მიმაჩნია, ამ თემაზე საუბარი.
    არც ერთი არ დააკლებდა ერთამენთს.
    არა, ახლა მემგონი, ქართველობასა და არაქართველობაზე საუბარი ზედმეტია. უბრალოდ, ამაზრზენია ასეთი ვიდეოს ყურება. მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნების ადამიანებს შორის ხდება “დასხეთ, არ დაინდოთ”.

    პასუხი
  8. რა ამაზრზენი სანახავია :((
    გოგოს პირიდან ასეთი სიტყვები არ მომისმენია ჯერ 😦
    ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემაა საზოგადოების წინაშე. ის, რომ ეს გოგოები ასე იქცევიან ალბათ გარემოს ბრალია, აღზრდის, მშობლების…

    პასუხი
  9. ამაზრზენია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი გოგოები საქართველოში არსებობენ 😐

    პასუხი
  10. ვიდეოს რომ ვუყურე,ძალიან გული დამწყდა ამ ბავშვებზე.ჩემში აგფრესია არ გამოუწვევია ნანახს,უბრალოდ ისინი შემეცოდნენ.აშკარად აღზრდა და კარგი გარემო აკლიათ .დამოუკიდებლად კი ბავშვი თავის ცხოვრებას ვერ მიმართავს სწორი მიმართულებით.

    პასუხი
    • ძირითადად მიზეზი იმდენია რომ რომც მოვინდომოთ მგონი ვერც შევძლებთ ყველა ფრონტზე ბრძოლას! მაგრამ მაინც უნდა ღირდეს… ხალხს არ უნდა ამის მიღება ასეთები ვართ ქართველები, არადა შეიძლებოდა კონფერენციების, ტრენინგების და რამე მაგდაგვარის მოწყობა მაინც… მოხალისეები გამოჩნდებოდნენ მგონია…

      პასუხი
      • მასეთი ღონისძიებების ჩატარებაც საქმე სარ შველის.საქმე თვითოეულ ოჯახს ეხება,იქ აღზრდის არსებობას!
        ”ასეთები ვართ ქართველები”–ასეთები ვართსაერთოდ ადამიანები,ყველა ქვეყანაში დგას დღის წესრიგში ახალგაზრდა თაობაში არსებული აგრესია .

        პასუხი
  11. კი მაგრამ მე ვიგულისხმე დახმარებაზე თანხმობა! ძალიან ძნელია ქართულ ოჯახს შეაგნებინო რომ ფსიქოლოგის მეგობრის ან რამენაირი მაინც დახმარება ასეთ საქმეში ,,არ ტეხავს”, სირცხვილი არაა და რომ არავინ დასცინებს ამის მერე. არადა რა არის დასაცინი. ჩვენი მენტალიტეტი ვერ ეგუება იმ აზრს რომ ვინმე უცხომ შეიძლება გვასწავლოს როგორ მოვიქცეთ. არა მხოლოდ აღზრდაზე მაქ ლაპარაკი, ზოგადად… სულიერი პრობლემებისგან ვლოთდებით, ლოთ ქმრებს, ცოლებს ვიტანთ, ან ვერ ვიტანთ და ვყრით მაგრამ ამავდროულად რას ამბობ? ფსიქოლოგი თურმე გიჯებს სჭირდებათ და ამერიკელებს! საოცარი ლოგიკა გვაქ!

    პასუხი
  12. likapika

     /  მარტი 25, 2011

    geTanxmebi rom reabilitaciisTvis fsiqologi, raRAc trainingi, swavleba da msgavsi raRAceebi kargi saSualebaa, me vityodi saukeTeso situaciis gamosasworeblad da ara ZAladoba, ra Tqma unda ginebas ginebiT ar unda upasuxo, mase ar mgonia rom adamians gaagebino rom imas rasac akeTebs sjobs ar gaakeTos,
    magram saerTod me vTvli, rom aseTebi yovelTvi iyvnen, arian, iqnebian, yvela sazogadoebaShi da yvela ganviTarebad da zeganviTarebul qveyanashic ki.

    amis aRmofxvra sheuZlebelia, amis Semcirebaa shesaZlebeli, chemi azriT:)
    ubralod rTulia roca silas gawnaven saxeshi, (anu rTulia roca sheni TvaliT uyureb ra xdeba irgvliv. chemi reaqcia am videoze ureaqcioba iyo, imdenad davibeni da gavogndii:()

    პასუხი
  1. მობეზრებული პანაშვიდი « აქსიომა
  2. მობეზრებული პანაშვიდი « აქსიომა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: