ფიქრები ფიქრებზე ანუ როგორ დავკარგე თავი…

ხანდახან ვფიქრობ, რა ბედნიერია ადამიანი რომელიც ცოტას ფიქრობს… ისე, როგორც მანქანის ტარებისას, არ ფიქრობ რამდენით უნდა გადმოხარო საჭე რომ მოსახვევში შეხვიდე, ან რომელ სიჩქარეში გადართო, გაეტევი თუ არა მანქანებს შორის, ეს ყველაფერი წამის მეასედში აღთქმულია და დანარჩენს ინსტინქტი აკეთებს… გონებას ამ დროს შეუძლია მეგობარს ელაპარაკოს, არჩიოს სიმღერა ან ახალი პოლიტიკური ამბები! ეს ცხოვრების პატარა ნაწილია, მაგრამ ზოგის მთლიანი ცხოვრებაც ასეთია, ისინი არ ფიქრობენ ძირითადზე, ისინი მართავენ თავიანთ ცხოვრებას და არ ფიქრობენ რამდენით გადმოხარონ მისი საჭე…
ძნელია ასე იცხოვრო, ლოგიკურად ბევრი შეცდომა უნდა დაუშვა ამ დროს, მაგრამ ხომ არსებობს ამ ქვეყნად გამართლებაც, რომელიც საგრძნობლად შეგიმცირებს უარყოფით შედეგებს, ასევე არსებობს ის ფაქტიც, რომ შეცდომებზე სწავლობ (თუ გინდა) და აქედან გამომდინარე ასეთი ადამიანები ბოლოს ჩემზე ჭკვიანები გამოდიან…
არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, მათ სტილს ავირჩევდი და არ ვიქნებოდი ისეთი როგორც ვარ! წინდახედული?! მერე რა? სანამ მე ,,წინ ვიხედები”, ცხოვრების საინტერესო წუთებს ვკარგავ! ამ დროში რამდენი რამის განცდა შეიძლება სანამ დაფიქრებული ხარ. სხვა თუ არაფერი ორიდან ერთ-ერთის მაინც: მწარე მარცხის, რომელიც გაგრძნობინებს რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ და გამარჯვების, რომელსაც ასევე არანაკლები დატვირთვა აქვს!
ყველა ერთნაირი არ იბადება, ზოგი ფიქრობს, ზოგი არა. მაგრამ მათ, ვინც ფიქრობს, ისწავლეს ფიქრების მართვა! ისედაც კარგი გრძნობაა როცა რაღაცას მართავ, თუნდაც კოსმოსურ ხომალდს 🙂 და როცა ფიქრების მართვა შეგიძლია, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს! ეს არც კოსმოსური ხომალდია და არც სუბარუ იმპრეზა, ეს ყველაზე რთული და უცნაური ქმნილებაა ამ ქვეყნად და მას ადამიანის გონება ჰქვია!
ასეთი ადამიანების მაგალითები მრავლად შეგვიძლია მოვნახოთ ბუდისტებს შორის, იგივე იოგას მიმდევრები, მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ფიქრების მართვას ისინი ხანგრძლივი ფიქრის შედეგად სწავლობენ! მეც ამ ყველაფერს ვფიქრობ ახლა და მით უმეტეს მორიგ სისულელეს გახვევთ თავზე. ყველაფერი კი იქიდან მოდის რომ ამ ცხოვრებაში დასამარცხებელი მხოლოდ ერთი ადამიანი გყავს და ეს ადამიანი შენ თვითონ ხარ! მე ვერ ვერევი ჩემს მეორე მეს! ალბათ ჯერ სუსტი ვარ ან ბევრს ვფიქრობ მის დამარცხებაზე, იმის მაგივრად რომ ვიმოქმედო! ყოველთვის, ბავშვობიდან ვფიქრობდი ყველაფერზე, მესმოდა თუ არ მესმოდა, მეხებოდა თუ არა მე მაინც ვფიქრობდი და შედეგად მივიღე რა? ,,წარუმატებელი” ადამიანი, რომელიც საკუთარ ფიქრებში იმდენად დაიკარგა, რომ ეს უკვე მის ხორციელ ცხოვრებას შეეხო რეალურად! მე ახლა ჩემი სამყარო მაქ, წრე რომლის შიგნითაც ხანდახან როცა იგი მერევა, ვერავის ვუშვებ. არადა ისინი ჩემი საყვარელი ხალხია, მეგობრები ახლობლები, მაგრამ მათ ამ წრის გარეთ უწევთ ყოფნა მე კი მარტო ვარ და შევნატრი რომ გვერდზე მყავდნენ!

ვინ ვარ მე? მე ერთი მთლიანი ფიქრი ვარ რომელიც ალბათ სხვა ფიქრით შეიცვლება, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე! შენც ნუ გახდები ჩემნაირი, იმოქმედე არ იფიქრო ბევრი, ისე როგორც მანქანის მართვისას, წამიერი ფიქრი და საათიანი მოქმედება! ჩაეხუტე, აკოცე, გაიქეცი, იტირე, იცინე აკეთე ყველაფერი და ნუ შემოიფარგლები არალეალური სამყაროთი!

Advertisements
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. ის გამონაკლისი ვარ, რომელსაც ავტომანქანები მოწონს, მაგრამ ვერ იტანს მათ მართვას. კეთილი იყოს ჩემი თვალი შენს ბლოგში. მიხარია, რომ ძილისწინ საკითხავი დამემატე და წაგიკითხავ ხოლმე. მადლობა ბლოგროლში რომ დამპატიჟე, ეხლა მე გადაგამისამართებ მეგობრებში საპასუხოდ :)) და კიდევ. შენს გრავატარს ბლოგის ლინკი მიაბი და ფეისზე ფეიჯიც არ აწყენდა –დაალაიქებდა ადამიანი. ძალიან მომწონს აქაურობა და თუ წერას შეწყვეტ მოგწამლავ!!!!!
    წარმატებებს გისურვებ!!!!!!!! 😉

    პასუხი
    • 🙂 მადლობა! მიხარია თუ დაგაინტერესა ამ ნაჯღაბნებმა 🙂 რაც შეეხება ფაისზე ფეიჯს და ეგეთებს, მაგას ჯერ ვამუღამებ და თუ რამე ისე არ მაქ მარტო იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცი ასე რომ გამოვსწორდებით! მოწამვლისაც არ მეშინია მთავარია ინტერნეტი მომეწოდებოდეს 🙂

      პასუხი
  2. Permweri

     /  მარტი 14, 2011

    სანამ მე ,,წინ ვიხედები”, ცხოვრების საინტერესო წუთებს ვკარგავ!

    ვერ წარმოიდგენ რა კარგად მესმის შენი 😦 საერთოდ რამის გაკეთება გულით თუ გინდა არ უნდა იფიქრო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერასოდეს გააკეთებ.. თუმცა ერთი უპირატესობა ხელთ გაქვს 🙂 წინდახედულ ადამიანს შეუძლია მოიქცეს დაუფიქრებლადაც.. დაუფიქრებელი ადამიანი კი ვერასოდეს შეძლებს წინასწარ განჭვრიტოს რა მოჰყვება მის ქმედებას .. აი ისეთ პონტსი ჭკვიან ქალს რომ შეუზლია თავის გასულელება სულელი კი მუდამ სულელად დარჩება :დ ”ჭკვიანი” მოგებულია ყველა ვარიანტში

    პასუხი
    • ხო ეგ დაახლოვებით ზემოთ მოხსენიებული იოგების ვარიანტია… და ძაან მაგარი პონტია მაგრამ ძნელია საოცრად ძნელი!

      პასუხი
  3. ხანდახან, უფრო სწორედ, ხშირად ისე ,,შორს ვიხედები”, რომ ჩემს წინ არსებულ რეალობას ვერ ვხედავ და ამით ბევრ რამე ვკარგავ, რაც ჩემს წინსვლის სიჩქარეს ცხოვრებაში ანახევრებს!!!
    ამიტომ, ჯერ გვაჭრათ და თუ საჭირო გახდება, მერე გავზომოთ ათასჯერ!!!

    ხოლო რაც შეეხება შენს ,,წრეს” თითქმის ყოველ კვირას ვარღვევ და დავარღვევ კიდეც!!! 🙂 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: