აბა რა მოსატანი იყო ეს?!

ის გარბოდა! გარბოდა და არ ჩერდებოდა! გაშლილი, ცისკენ აღმართული ხელები მის მიხრა-მოხრას უჩვეულო შტრიხებს მატებდა. ნახევრად დაშლილი კიკინა უფრო და უფრო მძიმედ ურყამდა ბეჭებზე, თვალწინ გაელვებულ სივრცეს უფრო და უფრო დაბინდულად ხედავდა, მაგრამ ის არ ჩერდებოდა, მაინც ჯიუტად მისდევდა… ყველაფერი კი აქ დაიწყო. აქ, ამ ოთახში, როცა საიდანღაც მოსულმა გზადაგზა დატოვა დამტვერილი ფეხსაცმელი, მძიმედ დაეცა სკამზე და გაშეშებული მზერა მიაპყრო აღმოსავლეთის კედელს. დიდხანს იჯდა ასე, მაგრამ კედელზე ქინძისთავით მიმაგრაბული გადაბრეცილი ფოტო არ დაუნახავს იმიტომ რომ მისი ქამელეონი თვალები ამ საშინელი, ცივი კედლის იქით, სადღაც სიცარიელეში იხედებოდნენ და იმას ეძებდნენ, რაც არც კი იცოდნენ როგორ გამოიყურებოდა! ეძებდნენ რადგან გულს აკლდა… დიახ გულს, ამ ეგოისტ არსებას რაღაც აკლდა, რაღაც რაც ადრე ჰქონდა და უმისობა დისკომფორტს უქმნიდა. ან ეს მხოლოდ მისი ახალი ახირება იყო. ასე თუ ისე ამ ლამაზ თვალებში, რომლებიც გულისთვის რაღაცას გაუნძრევლად ეძებდნენ, აშკარად არ ჩანდა ერთი არეკლილი წერტილიც კი… უღონობას ისინი ჭაობისფრად შეეღება, ის თვალები რომელთა ციმციმიც ადრე იმ ფოტოს ასე უყვარდა…
,,დღეს ადრე დაბნელდა…” გაისმა ხმა, ,,ხო, არადა საცაა ზაფხული მოდის” უპასუხა იგივე ხმამ და ასე გაურკვეველ კითხვა პასუხში გაერთო აზრების კორიანტელი. უცებ ყველაფერი შეწყდა, გაჩუმდა და სმენად გადაიქცა… რაღაც ნაცნობი იყო ირგვლივ, რაღაც ისეთი რაც უკვე მომხდარა… კაკუნი თუნუქის სახურავზე მალე დოლების პარადს დაემსგავსა და ფანჯრიდან შემოვარდნილმა სველი მტვრის სუნმა გული გააგიჟა! ეს ისაა, ისაა, ყვიროდა იგი, მაგრამ მას აღარ უსმენდნენ. ყურები მხოლოდ ნამდვილი მაისის წვიმის სმენით ტკბებოდნენ. ფილტვები მთელი ძალით ისრუტავდნენ ამ საოცარ სუნს და გონება წამი-წამზე ელოდა თავდაყირა ფეიერვერკს და აი ისიც, ცა გაიპო და საოცარი მელოდიით განიმუხტა სადღაც იქვე…
თვალები  შეირხა, აენთო, ხო! ასეთი იყო ის ამას ეძებდნენ, ასეთ წვიმაში უყვარდა და ასეთ წვიმაში ენატრებოდა, ასეთ წვიმაში ათევდა ღამეებს და ასეთ წვიმაში დნებოდა მის მკლავებში…

მოლამ მთელი ხმით ამცნო იქაურობას სარწმუნეობრივი ვალის მოხდის დრო ის კი წამოხტა და გარეთ გავარდა! უნდოდა წვიმას შეხებოდა უფრო ახლო ყოფილიყო მასთან ღრუბელთან, რადგან ის მისი იყო მისი წარსულიდან მოსული… მისი სამშობლოდან მოსული…

ამიტომაც გარბოდა! გარბოდა და არ ჩერდებოდა! გაშლილი, ცისკენ აღმართული ხელები მის მიხრა-მოხრას უჩვეულო შტრიხებს მატებდა. გარბოდა, მაგრამ ფეხის ხმა არ ისმოდა, მან ხომ მტვრიანი ფეხსაცმელი ოთახში დატოვა… მისდევდა წარსულს… სახლისკენ… აღმოსავლეთისკენ… მისკენ!

Advertisements
დატოვე კომენტარი

11 Comments

  1. მაგარია!!! მაგრამ შიგნით დაშიფრულ სინამდვილეს ვერ ჩავწვდი!!!

    პასუხი
    • მემგონი ყველა ინდივიდუალურად გაიგებს იმიტომ, რომ საერთოობაში უაზრობაა 😉

      პასუხი
  2. ახალი ფეხსაცმელი მინდა :((((((

    პასუხი
  3. აქაც სხვანაირი ხარ, მარა მესამენაირად 🙂 ანუ არც ის ერთი, არც მეორე და მესამე 😀 რამდენი ხარ შენ? 😀

    პასუხი
  4. “გარბოდა, მაგრამ ფეხის ხმა არ ისმოდა, მან ხომ მტვრიანი ფეხსაცმელი ოთახში დატოვა…”

    მე მგავხარ ძმობიილო! ❤

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: