არატაქსისტი ტაქსის მძღოლი

დღეს შემიძლია ვთქვა, წარმატებული დღე მქონდა!!! დილით ავათრიე ჩემი ოთხდღიანი სახლიდან გაუსვლელობით დაობებული სხეული და ქალაქის ჩვეულ რიტმს შევუერთდი, რომელიც მოგეხსენებათ როგორი გადატვირთულია ხოლმე სამუშაო დღეებში! შუადღისით 2 საათი ელიავაზე მუხლებამდე ტალახში ბორიალი და მერე გაყინული მაზუთიანი ხელების პაწია ,,ვითომ კოცონზე” გათბობა დიდად საინტერესო არ არის. ამის მერე დაღლილ-დაქანცული ამოვედი სახლში და ეგრევე ლეპტოპს ვეცი, რომლის სკაიპი გაბერილი იყო ერთი ჩემი მოხუცი ნათესავის missed call-ებით, რადგან ვერ გავაგებინე აქამდე, რომ თუ არ ანთია მწვანე არ დამირეკოოოოო! 🙂 მერე ბლოგებს გადავხედე და როგორც კი GEOLIBERTY-ს ამ პოსტს მოვკარი თვალი, გამახსენდა, რომ დილანდელი ამბის არგამოქვეყნება არ შეიძლებოდა…
გარეთ რომ გამოვედი, ამინდი ისე იყო მოჯღანული, ლამის შევბრუნდი და განვაგრძე სხეულის ზემოთ ნახსენები დაობება, მაგრამ საქმე მოითხოვდა და უხალისოდ წავბორიალდი ლესელიძეზე… ჩემი არც თუ სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადავწყვიტე იქიდან გამეიოლებინა გზა და ტაქსი გავაჩერე. ძველი ოპელი იყო ,,ჯიგულის მდგომარეობაში”, ერთ დროს მეზუსტე გერმანელების აწყობილი სალონის დეტალები მორყეულიყო და ლესელიძის ქვაფენილზე მიმავალი საოცარ ხმათა გამას აფრქვევდა. შუახანს გადაცილებულმა მძღოლმა მოპარვით გადააგდო სიგარეტის ნამწვი ფანჯარაში და სახეზე შემატყო ხმაურისგან დიდი დოზით მიღებული დისკომფორტი თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ შემომხედა თუ არა ეგრევე კასეტების ხროვაში დაიწყო ქექვა. მე წამში წარმოვიდგინე დინამიკებიდან ყურებში მოფრენილი ,,მაჯანჯა” და მივხვდი რომ ჯობდა ისევ გამესეირნა მეტეხის ხედზე და მეტროთი ათ წუთში სახლში ვქნებოდი, თუმცა უკვე გვიანი იყო… შეჭაღარავებულმა ბიძიამ უცებ მონახა სასურველი კასეტა და მამაპაპურ სონიში შეაცურა… რომელიღაც სიმღერას ხმა ნელნელა მიელია და მარტო ის გავარკვიე რომ კასეტა კუსტარულად იყო გადაწერილი სახლში, ასევე უხარისხო შესავალი და უცებ მეგონა, რომ ჩემი ნევროზი პიკს გაცდა და მოლანდებებიც დამეწყო. მთლიანად დავიძაბე და ეს ის იყო, ნამდვილად ის ის იყო, ბობ მარლის ჩემი უსაყვარლესი სიმღერა ,,natural mystic”!!!  გაოცებისგან პირი დავაღე და განაბული ვუსმენდი. აწ უკვე ,,არატაქსისტმა” ბიძიამ ნამდვილად გამამცვიფრა და ცხოვრებაში პირველად ვინატრე ეს სიმღერა მალე დასრულებულიყო. მაინტერესებდა რა იქნებოდა შემდეგი სიმღერა. ,,თქვენი მანქანაა თუ ნაქირავები გყავთ?” ვიკითხე მე და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მის პასუხში ახალგაზრდა (შვილი, ძმისშვილი ან ვინმე) მანქანის და ასევე კასეტების პატრონი გამოჩნდებოდა, რადგან მცერე პაუზის შემდეგ დინამიკებმა ირაკლი ჩარკვიანის ,,ხალხს” ამოიკვნესეს! ,,ჩემია შვილოო” მიპასუხა ამ საოცარმა ადამიანმა, ელბაქიძის ქვაფენილზე ხმას ოდნავ აუწია და თავისთვის აჰყვა: ,,ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დროოო”….
,,კარგი გემოვნება გქონიათ” ვუთხარი როცა მარჯანიშვილის მოედანზე გამოვედით და საფულის ჩხრეკა დავიწყე. ,,ჩემი ხნის ხალხის მოსასმენი ეს არ არის, მაგრამ მომწონს და რა ვქნაო”  ამოიოხრასავით და კუთვნილი სამი ლარი ტორპედოს ბარში ჩააჩხრიალა. მთელი საღამო იმ ტაქსისტზე, არა! იმ ძაან მაგარ ბიძიაზე ვფიქრობ და რა კარგი იქნებოდა მისთანები ცოტათი მაინც ბევრი რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში!!!

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. Permweri

     /  მარტი 10, 2011

    შენც კარგი გემოვნება გქონია : ) :დ

    პასუხი
  2. ნამდვილად კარგი კაცი ყოფილა, ამიტომ მოვიდეს ჩემთან და როგორც ტაქსისტს სესხს მივცემ, რომ ახალი მანქანა შეიძინოს.
    P.S რაღა თქმა უნდა შპს”კრედოს” მეშვეობით!!!

    სათაო ოფისი
    თბილისი, პეკინის #4. ტელ: 8 22 21 39 37

    თბილისი, საბურთალოს ფილიალი
    თბილისი, პეკინის #4. ტელ: 8 32 21 24 92; 8 22 21 24 93

    თბილისი, დიდუბის ფილიალი
    წინამძღვრიშვილის #200, ტელ: 8 22 24 35 29

    თბილისი, ვარკეთილის ფილიალი
    ჯავახეთის #4, ტელ: 8 22 45 72 40; 8 22 76 40 09

    რუსთავის ფილიალი
    მეგობრობის #1; ტელ: 8 24 12 11 11

    პასუხი
  3. აუუ რა მართლა ჯიგარი მძღოლი ყოფილაა.. 🙂 მე ესეთები არ მხვდებიან, მაგრამ ვთხოვ ხოლმე, ჩაუწიონ მაინც..

    პასუხი
  4. -კარგი ადამიანი შეიძლება ყველგან შეგხვდეს…მაგრამ ყველას არ გააჩნია უნარი დაინახოს “ის”-რაც შენ დაინახე,ესეც ერთგვარი ნიჭია…
    ასე,რომ შენი აქტიური მკითხველი ვარ. გაგაოცო?-ბლოგერი “ბებო”თუა აქ სხვაც?

    პასუხი
  5. მესმის რა დღეში ჩავარდებოდი 😀 მე მასე ბათუმში მივემგზავრებოდი ერთხელ და უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ “მშვენიერ” მუსიკას უნდა ვუსმინო, ხოდა, ნაუშნიკები მაგრად მიჭირავს, მეშინია არ დავკარგო და ამ დროს აბბა არ გაიჩითა? 😀

    პასუხი
  6. ,,ხანდახანზე” დაგეთანხმები არაა ცუდი უბრალოდ პოპში ვერ ვნახე ჩემი თავი რაღაცნაირად… 😕

    პასუხი
  7. გასაგებია, მარა აბბას მაინც არაუშავს 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: