მე არ მჭირდება 8 მარტი!

გილოცავთ საპირისპირო სქესო! იყავით ისეთი მხიარულები და ლამაზები როგორიც თქვენს გვერძე მდგომ ჩემი სქესის ადამიანს წარმოუდგენია და მუდამ გაგეხარებინოთ ამ სქესის გულები!
ეს ყველაფერი მხოლოდ შესავალი იყო რომ უზრდელურად არ გამომსვლოდა ამ მართლაც და საპატიო თარიღის დავიწყება!დანარჩენი პოსტი მინდა ჩემს მეგობრებს დავუთმო! ყველას, მათ, ვინც მანეჟში გავიცანი და ერთმანეთს ლაპარაკი ვასწავლეთ, მათ, ვისთან ერთადაც ყოველ დღე ვაფუჭებდი სკოლის კარის კლიტეს რათა შატალოსკენ გზა ხსნილი ყოფილიყო და რა თქმა უნდა მათ ვისთან ერთადაც ქავთარაძის ლობიანი დავაგემოვნე პირველად! ეს ძირითადი კატეგორიებია ამ მართლა სიგიჯემდე საყვარელი ხალხისა და მათ გარდა არსებობს კიდე რამდენიმე არანაკლებ ახლო ადამიანი რომელიც ამა თუ იმ გზით ჩემს ცხოვრებას გადაეყარა!

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მათ რომ არსებობენ, გვერდზე მიდგანან და არასოდეს მშორდებიან, მიუხედავად იმისა რომ ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი ჯარშია და ზოგს ერთი თვეა არ შევხმიანებივარ! ეს არის ერთადერთი ჩემი შენაძენი რომლითაც ვამაყობ. არის რამოდენიმე ადამიანი რომელმაც ჩემი ცხოვრების თითქმის ყოველი დღე იცის და დამეთანხმებიან რომ რომ არა ისინი ჩემი საქმე როგორ და სად წავიდოდა ღმერთმა იცის…

რამდენიმე ბლოგს გადავაწყდი რომელიც დაახლოვებით ასეთი შინაარსის იყო: ,,ეს ბლოგია ჩემი მესაიდუმლე” ,,მას შემიძლია ველაპარაკო”  და ა.შ. არ მესმის!!! რატომ უნდა ველაპარაკო ბლოგს როცა გვერდზე ნამდვილი მეგობარი მყავს, რომელიც როცა საჭიროა ბლოგიც იქნება და დღიურიც და ისევე სიტყვადაუცდენლად მომისმენს როგორც პატარა ქაღალდის ფურცელი… უკეთეს ვარიანში რჩევას მომცემს  ან დამეხმარება იმის გაკეთებაში რაც ჩემი ძალებით მიჭირს!!! არ ვიცი მე ასე დავასკვენი რომ ყველას ალბათ არ აქვს ის ბედნიერება რაც მე, მეგულებოდეს ახლო ისეთი ადამიანები, რომლებიც ერთი შეხედვით მიმიხვდებიან სათქმელს და რაც არ უნდა მოხდეს ისევე გაიყოფენ ჩემთან როგორც ერთ დროს 9 ძმამ თხილი დააგემოვნა…

8 მარტზე იყო საუბარი თავიდან და ბარემ ამით დავამთავრებ სათაურით დაწყებულ საქმესაც… გოგებო, ქალებო, დებო, თქვენ არ გჭირდებათ 8 მარტი ისევე როგორც მე რომ მეგობარს საჩუქარი გავუკეთო! გააკეთეთ ისე, რომ ჩვენ, კაცებმა ყოველ დღე 8 მარტი მოგიწყოთ, რა საჭიროა  მთელი წელი ამ ერთი კომუნისტური დღის ლოდინი. ვერავინ დამაჯერებს რომ 21 მარტს გაკეთებული სიურპრიზი ნაკლებად გაახარებს ვიდრე 8 მარტს! არ მოითხოვოთ, დაიმსახურეთ 8 მარტი ყოველდღე და დამიჯერეთ ამით კაცების ბედნიერებასაც მოიპოვებთ!!!

Advertisements
წინა ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

20 Comments

  1. “არ მოითხოვოთ, დაიმსახურეთ 8 მარტი ყოველდღე და დამიჯერეთ ამით კაცების ბედნიერებასაც მოიპოვებთ!!!” წმინდა, წმინდა მამაკაცური მსჯელობა:) მაგრამ რაღაცნაირად მაინც კარგია ყველა რომ გილოცავს:)

    პასუხი
  2. გვერძე კი არა გვერდზე, გვერდდზზე, გვერდდდზზზე, გვერდდდდზზზზე 🙂 🙂 🙂 თუ გინდა, წაშალე, მაგრამ გაასწორე, გთხოვ 🙂

    პასუხი
  3. და ინსტრუქციაც რა, როგორ უნდა დავიმსახუროთ ყოველდღე 8 მარტი? :დ

    პასუხი
  4. shio me vamayob, rom sheni megobari var !!!!

    პასუხი
  5. რაც შეეხება გრამატიკას, არც გვერძე და არც გვერდზე, სწორი ფორმაა გვერდით!!!

    პასუხი
  6. ,,გილოცავთ საპირისპირო სქესო! იყავით ისეთი მხიარულები და ლამაზები როგორიც თქვენს გვერძე მდგომ ჩემი სქესის ადამიანს წარმოუდგენია და მუდამ გაგეხარებინოთ ამ სქესის გულები!” _ ამაზე სექსისტურად როგორ უნდა მიულოცო ქალებს 8 მარტი კაცო :დ

    პასუხი
  7. ძალიან კეთილად დაჭერილი პოსტია, ვერაფერს იტყვი, დადებითი მუხტის მატარებელია მთლიანად. მაგრამ აი აქ ცოტა ვერაა საქმე:
    ”რა საჭიროა მთელი წელი ამ ერთი კომუნისტური დღის ლოდინი. ”
    — ეს არაა კომუნისტური დღე მეგობარო, 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1977 წლიდან გაერომ საერთასორისო დღესასწაულად აღიარა.
    კომუნისტური დღე არაფერ შუაშია 😉

    პასუხი
    • მართალი ხარ ალბათ უფრო ბრჭყალებში უნდა ჩამესვა ეგ ფრაზა იმიტომ რომ ძალიან ბევრი მართლა საბჭოური დროის გადმონაშთად თვლის ამ დღეს :)))

      პასუხი
  8. ,,საბჭოური დროის გადმონაშთი” და კომუნისტურიც სხვადასხვაა.
    ,,კომუნისტური” დადებითი მნიშვნელობის ზედსართავია :დ (პირადად ჩემთვის და კიდევ უამრავი ადამიანისთვის ამქვეყნად, რომელთაც სწორედ ვერ უწოდებ საბჭოთა გადმონაშთებს)
    8 მარტის ლოდინი რომ საჭირო არაა, თხემით ტერფამდე გეთანხმები 🙂

    პასუხი
    • ისევ და ისევ როგორც დამნაშავე ვიმართლებ თავს და გეტყვი, რომ როგორც ზემოთ ავღნიშნე, ”ბევრი” თვლის და არა მე! ჩემთვის ეს დღე არც კომუნისტურია არც ევროპული და საერთოდაც არ აღვითქვამ საკმარისად სერიოზულად რასაც მგონი ჩემ პოსტში ვადასტურებ კიდეც, ან ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ავხსნა 🙂 კომუნიზმს რაც შეეხება მე ჩემი გაგებები მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით მაგრამ არამგონია აქ გარჩევამ გაამართლოს… 🙂
      მემგონი დავპოსტავ მაგაზეც, ამინდებს გააჩნია :]]]]]

      პასუხი
  9. არა რა, ყველა კაცი ერთნაირია!.. 🙂 ეს ისე, ხუმრობით, მარა “დაიმსახურეთ” რა იყო ვითომ? (ცალწარბაწეულისმაილი)

    პასუხი
  10. რა იყო და უნდა დაიმსახურო ყველაფერი მა ისე რამფერ? 🙂

    პასუხი
  11. აქ ნამდვილად არ ღირს 😉

    პასუხი
    • ხოდა, დამშვიდდი მაშინ და შეგვარგე ერთი დღესასწაული წელიწადში (მეტს ვერ ეღირსები აბა თქვენგან) 😀 😀
      (ბიჭო, რა გავიკრიფე ენად :-))

      პასუხი
  12. 😀 😀 😀 mixarixar aq xma rom amoige!!! :*
    xo da miyvarxar kidev dzalian!!! :* :* :*

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: