მოდა თუ…..?

ზოგადად ადამიანი კომფორტისკენ მიისწრაფვის და მეც მათ შორის ვცდილობ ისე ჩავიცვა-დავიხურო, რომ მაქსიმალურად მოხერხებულად ვიგრძნო თავი. დიახაც ვცდილობ, იმიტომ რომ მეც ასევე როგორც ძალიან ბევრს ჩემ გარშემო და იმის ცოტა იქითაც, არ აქვს მატერიალურად იმის საშუალება,  რომ თავისი ყველა კაპრიზი შეისრულოს სამოსთან დაკავშირებით.

ასევე ყოველი ჩვენგანი ცალკე ინდივიდია და ძალაუნებურად ცდილობს გამოირჩეოდეს სხვებისგან. ზოგი ამას პირიქით სხვისი მიბაძვით აკეთებს და ყველაფერს მისცემს იმაში რომ ისეთი ბოტასი ეცვას, როგორიც ექიმ ჰაუსს აცვია… ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს და ჯობია ისევ იმ თემას მივუბრუნდე რაც გულზე მაწევს… მოდა! მართალი გითხრათ ძალიან მაინტერესებს საიდან იღებს სათავეს ეს ფენომენი. გასაგებია რომ მას ერთმანეთის შემყურე ხალხის დიდი ბრბო ქმნის, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ ის იმ ერთადერთი ან კიდე ხუთი უბრალო ადამიანისგან მოდის, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მოდას ფეხებზე იკიდებს (თუ მანამდე არ ეკიდა) და სახლიდან თვალში საცემად ,,გოიმურად” ჩაცმული გამოდის. 3-4 წლის წინ ზამთარში მთელი თბილისი დუტის კურტკებით დადიოდა. ერთ დიდ სათხილამურო კურორტს გავდა ჩვენი დედაქალაქი, მერე ვიღაცამ კაპიუშონზე ბებიის შუბის ნაჭერი მიაკერა და შავგვრემანი ქართველობა თვალის დახამხამებაში დაემსგავსა ესკიმოსებს. იმ პერიოდში რომ გეკითხათ რას ამბობ პალტოს რა ჩამაცმევსო გეტყოდნენ. მერე კი ვიღაც ,,გაჭირვებულმა” ბაბუამისის კარგად შენახული მძიმე მანტო გამოიღო ძველი გარდერობიდან და თბილისიც მაშინვე ,,დასტოინი ზმანით” შეიმოსა. დუტის კუტრკებიც კი რაღაცნაირი თხელი და ოფიციალური გახდა…

წლევანდელის არ იყოს შარშანაც არ გვღირსებია თოვლი თბილისში და მეც ისევე როგორც უმრავლესობამ, მთელი ზამთარი კეტებითა და ბოტასებით გავატარე.  ეს ყველაფერი თქვენც ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ და გახსოვთ. ისიც გახსოვთ და ახლაც ხედავთ რომ ნახევარი თინეიჯერობა ორ-ორ კილოგრამიან ბათინკებს დაათრევს. მეც მქონდა ასეთები და ვიცი რომ საკმაოდ თბილია მაგრამ თუ ძალიან არ მიჭირდა მაინც არ ვიცმევდი იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მაგეების თრევა ჯარშიც მეყოფა!  მაშინ იქნებ ამიხსნას ვინმემ რატომ? მე ვისაც ვკითხე 95%-მა ასეთი პასუხი გამცა: ,,მომწონს მაგარიაო” ნუთუ ყველას ერთად მოეწონა ბათინკები? იქნებ პრეზიდენტის ბრძანება იყო საერთო საბათინკო მობილიზაციაზე? თუ პარლამენტმა გამოსცა რამე კანონი და არ ვიცი? ვერ გამიგია ხალხო როგორ შეიძლება აყვე ,,ლოტკინის პადვლების” უფროსებს, რომლებმაც უცებ აუღეს ალღო მდგომარეობას და საწყალი გოგოებიც ჩააბეს ამ საქმეში იმით რომ ტრადიციული ყავისფერი ბათინკი ათასფერად გადაღებეს და ახლა ყველას ერთი ფირმის თუმცა სხვადასხვა ფერის გირები აცვია ფეხზე!
რომ არ იყოს გამოსავალი კი მაგრამ ბაზრობა, ლილო, მაღაზიები, ყველაფერი სავსეა ათასნაირი ფეხსაცმლით კომუნისტური დრო ხომ არაა რომ არ იშოვებოდა. ფორმისა და წონის არჩევანი მართლა საკმაოა. მართალია ერთი ნაგავია სულ მაგრამ ხომ არის. არც ზამთარი იყო ისეთი რომ თქვა თოვლში გზებს ვიკვლევდითო… გაიკითხეთ დაწერეთ მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი!

ბევრს სერიალში უნახავს და ბევრს პირადად როგორ იცვამენ ევროპაში. უფრო და უფრო ხშირად გვხვდება თბილისში სხვადასხვა ფერის ზონარები ან საერთოდ ფეხსაცმელიც. არანირი პრეტენზია არ გამაჩნია მაგრამ დაფიქრდით ხალხო, ისინი იმიტომ კი არ იცვამენ ეგრე რომ განსხვავებულები იყვნენ, იმიტომ იცვამენ რომ სულ ფეხებზე კიდიათ თვითონ რა აცვიათ და მითუმეტეს სხვებს! აი ამაშია განსხვავება ამას ვერ ვხვდებით ჩვენ და პირდაპირ ვიკოპირებთ დანახულს, იმის გააზრება კი არ გვინდა საიდან მოდის ეს ყველაფერი. ჩაიცვით ის რაც მართლა გინდათ რომ გეცვათ და მხოლოდ იმიტომ რომ მოდაშია ნუ იტანჯავთ თავს იმით რაც არ გიხდებათ და გტანჯავთ! მით უმეტეს რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა გვაცვია და საერთოდ გვაცვია თუ არა. მთავარია იმ ტანსაცმლის გარეშე რანი ვართ რას ვმოსავთ იაფფასიანი ტილოებით!
რაღაც ძალიან პირდაპირ გამომივიდა და ველი თქვენგან ჯანსაღ კრიტიკას… 🙂

წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. Permweri

     /  მარტი 7, 2011

    იგივე მოსაზრება გამაჩნია ყველაფერში გეთანხმები ერთი რამის გარდა.. :დ ტიმბერლენდი საოცრად მოსახერხებელია.. დაახლოებით ორი წლის წინ ვოცნებობდი მქონოდა მასეთი პეხსაცმელი, მაგრამ მაშინ ვერსად ვიშოვე.. ახლა კი ასეტი პოპულარული რომ გახდა დდავიკიდე ყველა და ვყელაფერი და ნიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმეა მაინც რბილად დავაბიჯებ ჩემი დიდი ხნის ოცნებით :დ კიდე იიგივე დამემართა მიკი მაუსის გამოსახულებიან მაისურებზე მე რომ მომწონდა მაშინ ვერრსად იშოვიდი ეხლა კი იძულებული ვარ ვუყურო როგორ აცვია მოსახლეობის 60%ს მაინც ჩემნაირი მაისური..

    პასუხი
  2. ზუსტად მაგაზე მაქ საუბარი რომ კოლექტიურად ვბაძავთ სხვას იმის მაგივრად რომ ჩვენით მოვიფიქროთ რა მოგვწონს და აქეთ სხვას შევთავაზოთ საკუთარი ,,ბრენდი”. მით უმეტეს რომ გამოსაგონებელი ტანსაცმელში ისეთი აღარაფერია დარჩენილი და უბრალოდ წლების შემდეგ ერთი და იგივე მეორდება პაწია სახეცვლილებებით!

    პასუხი
  3. შეიძლება ყველაფერი აკრიტიკოს ადამიანმა ?
    რა ვქნა ეხლა თუ მცივა ფეხებზე და “ბათინკებით” დავდივარ თანაც ზამთარში. აუცილებლად მეტრანახევრიანი თოვლი არაა საჭირო.
    კანონზომიერებაა ზამთარში თბილი ფეხსაცმელი და ზაფხულში გრილი.

    პასუხი
    • ყველგან არის გამონაკლისი და არც მე ვლაპარაკობ აბსოლიტურად ყველაზე და ვერც ვილაპარაკებ, თუნდაც იმიტომ რომ რაღაც გეგმები რომ არ შეცვლილიყო მეც ვაპირებდი ბათინკების ყიდვას და ნანახიც მქონდა უკვე! და კიდევ, ერთია როცა გცივა და მოგწონს და გიხდება და მეორე როცა მხოლოდ იმიტომ ყიდულობ და იცმევ რომ სხვას აცვია და ,,მოდაშია” და ამ მეორე ფაქტს ვაკრიტიკებ ზუსტად და არა კერძოდ ბათინკებს!

      პასუხი
  4. ფაქტიურად გეთანხმები. მომეწონა ეს ფოსტი, უბრალოდ ერთ რამეს დავამატებდი. ქართველებს ერთი უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი რამ გვახასიათებს, სხვისი მოგვწონს ყველაფერი (ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას). მე მაგალითად მეტროში ადამიანს ჩემ ნაირი მობილური ტელეფონი, რომ დავუნახო შეილება ჩემი ტელეფონი ჯიბიდანაც კი არ ამოვიგო. მიტუმეტეს არ მაქ საუბარი მაგ “ბატინკზე” რომელზედაც უკვე რეაქცია არ მაქვს, მაგრამ რას იზამ გემოვნებაზე არ დაობენ 🙂

    პასუხი
    • საერთოდ მგონია რომ ასეთ უმნიშვნელო დეტალებს ჯობია ნაკლები ყურადღება მივაქციოთ ცხოვრებაში!

      პასუხი
  5. გეთანხმები სულიად. სხვათაშორის, რამდენიმე წლის წინ მეც მომწონდა ძალიან, ყავისფერები ოღონდ, მარა მაშინ ვერ ვიშოვე და ახლა პროტესტის ნიშნად არ ვყიდულობ!.. 🙂

    პასუხი

დატოვე კომენტარი