ცუდი დრო გენატრება?

წეღან სულ რაღაც რამდენიმე წამით შუქი ჩაქრა… სანამ ჩემი მეზობელი მაყვალა ბაბო ,,წამოხტა” მიზეზის დასარკვევად და შემდეგ მთელი ეზოსთვის მოსადებად, ნათურები ისევ აბრდღვიალდა. ასეც უნდა იყოს და იმედია იქნება კიდეც, ჩვენ ხომ ახლა სინათლის ქალაქში ვცხოვრობთ და რას მიქვია შუქი ჩაქრა? ეგრევე ყველა ვრეკავთ თელასში და საცოდავ ოპერატორს იმ დილას ვაწყევლინებთ როდესაც სამსახურში წამოვიდა. ვაი მისი ბრალი თუ ელ. ენერგიის მოწოდება იმაზე გვიან აღდგა რა დროსაც ის გვეტყვის!

დღეს თელასის ოპერატორები მშვიდად ,,გადარჩნენ” მე კი მოვასწარი და ამ ბნელ ინტერვალში ის დრო გამახსენდა როცა ხალხს თავისი დღის გრაფიკი იმის მიხედვით ჰქონდა შედგენილი რა გრაფიკითაც მას დენი მიეწოდებოდა, თუ რა თქმა უნდა საერთოდ მიეწოდებოდა…
გამახსენდა არც პირველად და არც უკანასკნელად და თან რაღაც მომენტში მომენატრა კიდეც. ბევს ახსოვს ალბათ სახლში გაკვეთილების მეცადინეობაში გატარებული შუადღეები, იმიტომ რომ უბრალოდ საღამოს ვერ იმეცადინებდი თუ რათქმაუნდა თვალები არ გეცოდებოდა…

ზაფხულები უფრო მხიარული იყო, გაკვეთილებსაც მოასწრებდი კაცი, და ფეხბურთსაც გემოზე ითამაშებდი იქამდე სანამ ბურთი საერთოდ არ დაიმალებოდა სიბნელეში. შუქი დაახლოვებით 2-3 საათით მოდიოდა, მაგრამ რათ გინდა რაში უნდა გამოგეყენებინა? სერიალიც კი არ არსებობდა თუ ამ პლანეტის საოცრება ,,სანტა ბარბარას” არ ჩავთვლით.

ზამთარში როცა 6 საათზე უკვე საკმაო სიბნელე იყო ბრძოლის ველზე საშინელ სუნიანი  (გააჩნია ნავთს სად იყიდიდი) ლამფები გამოდიოდა. რამდენჯერ მაქ თვალები ცრემლებამდე ამომწვარი მაგის შუქზე წიგნის კითხვაში არადა რა უნდა მეკეთებინა 20 ხელი კარტისა თუ ლოტოს თამაშის შემდგეგ… მე სწორედ ის თაობა ვარ რომლის მერეც გამოსწორების ნაბიჯები გადაიდგა, ყოველ შემთხვევაში ელ. ენერგიის მხრივ, ამიტომაც ვთვლი რომ ასევე ბოლო თაობა ვართ ვინც მოზარდი ბავშვობა ,,ტომ სოიერის თავგადასავლით” დაიწყო და ჯიულ ვერნითა და დიუმათი განაგრძო. ეს ცალკე თემაა და თან არ ვიცი რამდენად ვიქნებოდი 9-10 წლის ასაკში მოხიბლული აივენჰოს გმირობებით გვერძე SONY Playstation რომ მდებოდა :))) და საერთოდაც მგონი ძალიან შორს წავედი… უშუქობა და ამყრალებული ლამფა არ მომნატრებია ის სიჩუმე მომენატრა ცოტა ხნით მაინც, გაშავებული ტელეეკრანი, რომელიც მზიან დილას არ გიშხამებდა 14 წლის გოგონას მკვლელობაზე ლაპარაკით, ის სიჩუმე, რომელსაც მობილურის გაუთავებელი ზარი არღვევს და იმ წამსვე როგორც კი უპასუხებ უკვე რაღაცას გავალდებულებს, ის სიჩუმე რომელშიც თვალებს დახუჭავდი და მშვიდად ელოდი მეორე დღეს სასკოლო წიგნში ჩაცურებულ reply-ს შენს message-ზე…

ვინც ჩემი about me წაიკითხა ალბათ იფიქრებს საიდანღაც გადმოაკოპირაო, იმიტომ რომ მე მიყვარს ელექტრონიკა, კომპები ტელეფონები დინამიკები… მაგრამ ჩემი აზრით ზუსტად ამიტომაც მომენატრა ის ,,სიჩუმე” რამდენიმე დღით მაინც!

პ.ს. ეს მე-9 ბლოკიც რა გამძლე გახდა ამ ბოლო დროს ერთი დღითაც არ გაგახარებს კაცს რამე რომ იყოს! 🙂

 

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

15 Comments

  1. მე ერთხელ ელ.ენერგია დროულად არ გადავიხადე და ჩამიჭრეს და სწორედ ეს შეგრძნება მქონდა სანთლები ვიყიდე და წიგნის წაკითხვა ვცადე:)

    პასუხი
  2. ხოო რაღაც ინტიმური სუფევდა მთელ იმ საშინელებაში აშკარად 🙂

    პასუხი
  3. ის სიჩუმე, რომელსაც მობილურის გაუთავებელი ზარი არღვევს და იმ წამსვე როგორც კი უპასუხებ უკვე რაღაცას გავალდებულებს,” – ზუსტად ამიტო მეზიზღება მობილური, რა ზუსტად თქვი…..
    და ეგ დრო ჩვენც გვენატრება… სიჩუმის და ურთიერთობების დრო… ნაკლებად ციფრული

    პასუხი
  4. Permweri

     /  მარტი 7, 2011

    ამ ბოლო დროს ხელი შეგვაჩვია თელასმა.. :დ და შირად ვიხსენებ ხოლმე ძველ დროს..

    პასუხი
  5. ეგ ეტყობა ზამთრის პერიოდის ბრალია… თუმცა სანთლის შუქს ზაფხულში არც აქვს მუღამი ზამთრის ბუხართან გატარებულ საღამოსთან შედარებით 🙂

    პასუხი
  6. ესაა, ადვილად მიეჩვია ხალხი. მეც მახსოვს გაზის ლამფაზე რომ წიგნების კითხვით თვალებს ვითხრიდი, ან, მამაჩემს ტვინს ვუჭამდი, რამეთი დავეკავებინე, გავერთე და არ ვაცლიდი დასვენებას 😀 ყველაზე მეტად, სანთლის შუქზე პიანინოს დაკვრა მიყვარდა, როცა მთელი ოჯახი სიჩუმეში იყო ჩაძირული და გვისმენდნენ მე და ბახს… 🙂 🙂

    პასუხი
  7. ტომ სოიერი ❤ ვგიჟდები მაგ ბიჭზე, ჰეკლბერი ფინი ხომ ცალკე თემაა, კუდით მკვდარ კატას რომ დაათრევდა. მოიცა, ახლა გამახსენდა მაგასთან დაკავშირებით სასაცილო ისტორია. მე მქონდა "ტომ სოიერის" მეტ-ნაკლებად ილუსტრირებული წიგნი. ვკიხულობ მოკლედ და რაღაცაზე გამეცინა რა. მეკითხებიან სახლში რა მომენტზე ხარო, ჩემმა პატარა დამ გადმოიხედა და უპასუხა – შუქი რომ ჩაქრება იქააო 🙂 საქმე იმაშია, რო ილუსტრაციაზე ტომი მაგიდის ქვეშაა და მაგიდაზე ლამფა დევს. აჰა, ჩვენი თაობის უშუქობა 🙂

    გამოგიტყდები და იყო იმ დროში რაღაც, რაც მენატრება. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობა იყო და ბავშვობა ხომ სხვა რამეა, როგორიც არ უნდა იყოს, გენატრება მაინც.

    პასუხი
  8. გეთანხმები რაც არ უნდა იყოს მაინც ძაან ტკბილად მახსენდება! 🙂 ეხლა შენსკენ ვიყავი და პაწია დავიტანჯესავით კომენტარების დაწერისას ლამის პირადობა მომთხოვა. შენი საქმის შენ იცი მაგრამ მგონი თუ მოხსნი მაგას უფრო გაამართლებს… 😕

    პასუხი
    • მოვხსენი კაცო მოდერაცია, თან კაია ხანია. რას გერჩოდა? ვორპრესი არ ევასება წესით, მარა გადავამოწმებ კიდე. ყველა კომენტარზე შეგიქმნა პრობლემა თუ მხოლოდ პირველზე?

      პასუხი
      • ყველაზე და ახლაც რაღაცას მიმტკიცებს.. 🙂 რავი იქნებ მე ვაკეთებ რამეს არასწორედ… 😕

        პასუხი
  9. შევამოწმე მე წეღან, ანონიმურითაც თავისუფლად ვტოვებ კომენტარს და რავიცი 😦
    ვორდპრესს უქმნიდა ისე პრობლემას, მარა ახლა კაია ხანია არ მოსულა საჩივრები 🙂
    კიდევ სცადეთ (თუ როგორცაა :-))
    მანამდე მე წავალ დასაძინებლად, თუ რამე, არ ინერვიულო, გატარე 😉

    პასუხი
  10. შენი თქმის არ იყოს მეც მომენატრა ეს დრო და ისევე იდენტურად როგორც შენ… .. მაგრამ ჯობია მეტარებოდეს ვიდრე იმ “პირველ ყოფილურ” დროში დავბრუნდეთ !

    პასუხი
  1. დაუწიე ბოლავს ! « წარსულის მოლოდინში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: