მეორე დღე…

საოცარი გრძნობაა, როცა რაღაც ახალ სამყაროს აღმოაჩენ. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ერთხელ შეიხედება მასში და ისე გამობრუნდება რომ ინტერესის პატარა ნაპერწკალიც არ დარჩება გულში, რაც არ უნდა საშინელი რამ დაინახოს… მითუმეტეს თუ პირიქით სასარგებლო და კარგ რამეს პოულობ! 
ასე ათასჯერ გვერძე გავლილმა აღმოვაჩინე ბლოგერების სამყარო და ის გავაკეთე რაც ადრე სიზარმაცის, დროის უქონლობის თუ რავიცი კიდე რის გამო არ, თუ ვერ გამიკეთებია! უბრალოდ ერთი ნაბიჯი გადმოვდგი თქვენსკენ და ცოტა მეტი ინტერესით მოვეკიდე თქვენს საქმიანობას, რომელიც ბევრისთვის არა მხოლოდ არასერიოზული და ბავშური, სასაცილოც კია! ყველას თავისი აზრი და გზა გააჩნია, თუ ვინმეს არ მოსწონს ,,ელექტრონული დღიურები” არც არავინ ეხვეწება მგონი რომ წაიკითხოს და საერთოდ რამე შეხება იქონიოს მათთან! წავაწყდი ისეთ აზრსაც, სადაც ბლოგერებს ჭორიკნებად მოიხსენიებდნენ… თუმცა საპირისპირო დავინახე რეალურად , თქვენი უმრავლესობა პოსტავს საკუთარი თავისთვის, უბრალოდ იმიტომ რომ წერა უნდა გამოსდის თუ არა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ამას მივესალმები. პოსტების დიდი ნაწილი სასარგებლო ინფორმაციას მოიცავს ვიდეო გაკვეთილებით დაწყებული უბრალო მეგობრული რჩევებით დამთავრებული და იმედია ქართველები მალე მივხვდებით იმას, რომ ინფორმაციის გაცვლა აუცილებელი და კარგია და  Wikipedia ვიღაც ,,კეთილ ბიძიას” არ დაუწერია ჩვენთვის მუქთად!!!

ქართველობის ავსა და კარგზე ალბათ კიდე დავპოსტავ იმიტომ, რომ მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და ჩემი ხალხის მდგომარეობა შემტკივა, ახლა კი  უბრალოდ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რომ კარგ საქმეს აკეთებთ!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. Permweri

     /  მარტი 5, 2011

    წარმატებები .. აქ წარმატებას ძირითადად ბევრი მკითხველი განაპირობებს .. ასე რომ ბევრ მკითხველს გისურვებ 🙂

    პასუხი
  2. აჰა, შეხედე შენ? დასაწყისში სხვანაირი ყოფილხარ 🙂 ეს არ ნიშნავს ცუდს, არც იმას, რომ ახლა ხარ ცუდი. სხვანაირი რა 🙂

    პასუხი
  3. მეორენაირი? :))))) ეს დასაწყისი ხომ არც ისე შორს იყო…

    პასუხი
    • ხო, მარა მაინ. კაია რომ არც ისე შორს იყო, მარტივად აგიწყობ ფეხს. 5 თუ ექვსი პოსტი დამრჩა წასაკითხი და ვსიო 🙂

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: