ერთ-ერთი საყვარელი ქავერი ზაფხულის მზის პირველი სხივებივით ეალერსება სხეულს… სასიამოვნოზე უფრო სასიამოვნოდ ამშვიდებს სულს და მხოლოდ ფიქრის ერთ არხს ტოვებს კოსმოსთან სასაუბროდ…
მთელი ეს სიცივე ჯიუტად იჭრება ძვლებამდე და ტკივილის ნაირსახეობებს მჩუქნის ისედაც დამანჭულს. ვცდილობ გავფრინდე და არ გამომდის. თუმცა ხანდახან კი მოვწყდები და პირდაპირ მზისკენ მივეშურები. ბოლო დროს ამ მარშრუტს ძალიან დავეჩვიე. რამოდენიმე შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ალბათ უფრო მომეჩვენა ფრენით დაღლილს, ვერც ერთხელ ვერ მივაღწიე მას. მხოლოდ გარკვეულ უსუსურ მანძილს ვფარავ და ყოველ ჯერზე ფრთებდამწვარი ვეცემი ძირს. ალბათ ადრე არც კი ვეცდებოდი, თუმცა რა აზრი აქვს… მთავარია რომ ახლა მინდა და ყოველი ვარდნის მერე უფრო და უფრო დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ვცდი. არ გეგონოთ მაზოხიზმისკენ მქონდეს მიდრეკილება… სიამოვნებას ადგომა მანიჭებს და არა ვარდნა.
შუაღამეს დიდი ხანია გადასცდა და ზემოთY ნახსენები ქავერიც მერემდენედ ტრიალდება ფლეერში. არ მეძინება და ლოგიკურადაც… მე ხომ მთელი საღამო მშვენიერ ბურანში გავატარე. ხო ბურანი იყო სიზმარი თუ ცხადი ვერც გამირკვევია. საქმე ისაა რომ ჩემი მზის მიმართ წარუმატებელი სწრაფვა და ფრენები უკვე თვითშეფასებას მიკლავდნენ და უიმედობის ტალღას აღმართავდნენ ეს სიზმარი რომ არა…
ისევ ისე მეალერსებოდა მუსიკა სულზე, რომ დავიძარი… თავიდან ნელა, მხოლოდ ეზო და მოხუცი კაცი დავინახე. მერე ნელ-ნელა ყველაფერი გამწვანდა და გაყავისფრდა კიდეც… გადავწყვიტე ქვემოთ აღარ მეცქირა ვეცადე თავი ამაყად მჭეროდა, ისე როგორც არასდროს და წამით ისიც გავიფიქრე, რა ძნელი იყო ეს. ამ დროს ვიგრძენი იმაზე მეტი სითბო რასაც ჩვეულობრივ ვგრძნობდი ხოლმე. მივხვდი რომ გაცილებით ახლოს მივედი მზესთან და ჯერ არც ვვარდებოდი… ვინ იცის რამდენად შეესაბამებოდა იქაური დრო რეალურს, შეიძლება წლები გავიდა – შეიძლება წამი… მე დავიწვი და ჩამოვვარდი. ამჯერად გულწასული ვეგდე ცივ მიწაზე და როცა იმავე მზის სხივებმა გონზე მომიყვანეს, უკვე დარწმუნებული ვიყავი _ ფრენა ღირდა! იმ მზეს ქალის სახე ჰქონდა… შენი სახე…
მზე
Posted by შიო on February 5, 2012
http://shiosmarani.wordpress.com/2012/02/05/%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%94/
Previous Post
ახალი არჩევანი
ახალი არჩევანი
Next Post
ONE YEAR
ONE YEAR










luulove
/ February 5, 2012აღფრთოვანებული ვარ, მეტი რა გითხრა, სიტყვები არ მყოფნის.. მაგარი ხარ =))
bastibubu
/ February 10, 2012Butterfly
/ February 17, 2012აწწწწწწწწწწ <3